02:34 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 10:47:37, 483 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე: დავივიწყოთ ქართული მენტალობა და პროკურატურას ყველაფერი ვაცნობოთ

მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე მოქალაქეებს ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. 

როგორც შოთაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, ამისთვის არსებობს ცხელი ხაზი, სადაც პროკურორები 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ. 

მისივე ინფორმაციი, პროკურატურას  ჯერ მხოლოდ ერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომლის კონფიდენციალურობაც დაცულია. 

„ვთხოვ საზოგადოებას, დავივიწყოთ ქართული მენტალობა და პროკურატურას ყველაფერი ვაცნობოთ, რაც ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ ვიცით. დღესდღეობით ჩვენ ამ თხოვნის შედეგად მოგვმართა მხოლოდ ერთმა მოქალაქემ, რომლის კონფიდენციალურობა დაცული იქნება და მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, რომ უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ, ვინაიდან როგორც აღინიშნა, ეს დანაშაული მოხდა ქალაქის ცენტრში , დღისით, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცილებით მეტი მოქალაქე ფლობს ინფორმაციას მომხდარი დანაშაულის შესახებ.  ვთხოვთ მათ, დაგვეხმარონ ამ დანაშაულის გამოძიებაში“, – აღნიშნა შოთაძემ. 

ცნობისთვის, ბესიკ ხარძიანი რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს, მას უცნობმა პირმა ცეცხლსასროლილი იარაღიდან ესროლა. ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციებს ფლობდა.  ოჯახის წევრები მკვლელობას გიორგი უდესიანს უკავშირებენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics