2017-03-14 14:31:25, 2703 ნახვა
საზოგადოება რეგიონი სპორტი
„ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალების“ შესვლის გადაწყვეტილებას“
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგანგებო განცხადებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული , მინისტრის აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლის გადაწყვეტილებას კატეგორიულად გმობს. "კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი თვალსაჩინო გაგრძელება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული პროცესისა, რომლიც 2008 წლიდან მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის უკვე გაფორმებულია ათეულობით მსგავსი ე.წ. შეთანხმება, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სრული და ექსკლუზიური კონტროლის გაძლიერებას ემსახურება. განგრძობითი ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული პროცესები გრძელდება ჩვენი ძალისხმევის ფონზე, სამშვიდობო პროცესს შევმატოთ მეტი დინამიკა და მხარეებთან ერთად გამოვნახოთ მოსახლების კეთილდღეობისკენ მიმართული ჰუმანიტარული გამოსავალი. ჩვენი სამშვიდობო ინიციატივების პარალელურად რეგიონში მიმდინარეობს სამხედრო კონსოლიდაცია, რაც უდავო გამოწვევაა როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულება და ეს თემა ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხად რჩება. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადოდ შეაფასონ აღნიშნული ე.წ. შეთანხმება და მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება", - ნათქვამია განცხადებაში. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|