21:07 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 17:40:29, 2314 ნახვა

საზოგადოება
PSP 2018 წლის ლიდერ ბრენდად დასახელდა

2018 წლის „ქართული ბრენდის დღეზე“ „PSP ჯგუფი“ ნომინაციაში „ლიდერი ბრენდი“ გამარჯვებული გახდა. ღონისძიებაზე, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს.

„ქართული ბრენდის დღის“ ორგანიზატორები მიზნად ქართული ბრენდების განვითარების ეტაპების წარმოჩენას, ბრენდების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავენ.

„PSP ყველა პარამეტრით ლიდერია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. 1994 წლიდან ჩვენ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ და მოხარული ვართ, რომ წელს კიდევ ერთხელ დავსახელდით წლის ბრენდად. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ წელსაც ლიდერ ბრენდად გვაქცია, რისთვის თითოეულ მათგანს გვინდა მადლობა ვუთხრათ. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე”, - აცხადებენ PSP-ში. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ ქართული ბრენდის დღეს უკვე 16 წელია ატარებს. ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი. წლევანდელი ბრენდ პერსონა კინორეჟისორი ელდარ შენგელაია ოქროს კამერით დაჯილდოვდა. PSP ლიდერ ბრენდად უკვე მეთოთხმეტედ დასახელდა.

 

 

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics