04:33 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 19:23:11, 2698 ნახვა

მსოფლიო
არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს ხატერ მასაადსა და RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას, ფულადი სახსრების მითვისებისთვის, დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ Gulfbusiness იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსის" წევრს, დეპუტატ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლო 17,2 მილიონი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს.

როგორც მედია წერს, სასამართლომ გელა მიქაძეს 12.8 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, ხოლო გიორგი ჯანაშიას 4.4 მილიონის.

სასამართლოში აცხადებენ, რომ ეს ის თანხაა, რომლის მთვისებაშიც მათ ბრალი ედებოდათ.

Gulfbusiness -ის ცნობით, საქმე ფოთის საზღვაო პორტისა და ახლადშექმნილი კომპანიის, შპს Raystar Trade-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებასა და შემდეგ მის გაუქმებას ეხება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics