08:43 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 16:04:37, 504 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე მერიას ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"- თან მიმართებაში უუნარობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ დედაქალაქის მერია და ცენტრალური ხელისუფლება ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"- თან მიმართებაში უუნარობასა  და კორუფციაში დაადანაშაულა.

აბესაძე ფონდი "ქართუს" მიერ ევროპული ფესტივალისთვის შემოწირულობის სახით, 10 მლნ ლარის გამოყოფას არ ეთანხმება

"თბილისი 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა ეს არის მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება, რომლის კარგად ჩატარება მთლიანად სახელმწიფოს იმიჯზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხდევათ,  2 კვირის უკან ცენტრალურმა ხელისუფლებამ და თბილისის მერიამ ერთობლივად გათვალა, რომ დამატებით 38 მლნ ლარი იყო საჭირო- ჯამში 130 მლნ ლარზე მეტი იხარჯება მხოლოდ თბილისის მერიიდან ოლიმპიადისთვის და აღმოჩნდა, რომ სადღაც ნაგვის გატანისა და ასფალტის მოწესრიგებისთვის, ასევე კანალიზაციის მოწესრიგებისთვის, კიდევ 10 მლნ ლარი ყოფილა საჭირო. ასეთი უუნარო და არაორგანიზებული დამოკიდებულება ქალაქის მთავრობისა  დ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ამ ოლიმპიადისადმი,  გამოივწევს იმას, რომ  იქნება ძალიან ბევრი ხარვეზი და საქართველოს,  როგორც ასეთი სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილისთვის,  იმიჯი მნიშვნელოვნად შეილახება. მოვუწოდებ ნარმანიას, საკუთარი უუნარობა და კორუფცია ასეთ პროექტთან მიმართებაში მაინც გადადოს გვერდზე და იმუშაონ იმისათვის,  რომ ოლიმპიადისთვის ყველაფერი მზად იყოს",-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, ოლიმპიადა "თბილისი 2015"-სთვის ფონდ "ქართუს" მიერ დამატებით 10 მლნ ლარია შემოწირული, რომელიც გათვალისწინებულია ოლიმპიური სოფლის წყლით მომარაგებისა და მისასვლელი გზების კეთლმოწყობისათვის.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics