08:53 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-19 13:38:04, 355 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში  ქართველი ჯარისკაცის გიორგი ჯანელიძის დაღუპვის გამო  სამძიმარს გამოთქვამს და მის გმირობაზე საუბრობს.

სააკაშვილი ამის შესახებ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„გიორგი ჯანელიძე, რომელიც მაგ დროს თვითონაც დაჭრილი იყო და მისი ქართველი თანამებრძოლი ამხნევებენ ჰოსპიტალში გადაყვანილ დაჭრილ ქართველს. თავში საკმაოდ მძიმედ დაჭრეს, თუმცა ის მაინც დაბრუნდა წინა ხაზზე, წავიდა სადაზვერვო ოპერაციაზე, ის რუსი სამხედრო ინსტრუქტორი გაანადგურა, რომელიც ამ რაიონში ყველაზე მეტ პრობლემას უქმნიდა უკრაინელებს, ბოლო დროს.

ჩვენი გმირები ფრონტზე ხანდახან ასეთი ენით გამოხატავენ ჩვენს ემოციებს. მათ, ვისაც ეს შეიძლება ყურში ცუდად მოხვდეთ, ანდა მათ ვისაც არ ესმის რისთვის წამოვიდნენ ისინი საომრად და რისთვის გასწირეს თავისი სიცოცხლე, მინდა ვუთხრა, რომ სწორედ ეს ბიჭები გვჯობიან ყველას. ეს გიორგის სიტყვებია დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე - "მე ჩემს 14 წლის შვილს ვუთხარი: თუ დავიღუპები, შენ რუსეთის წინააღმდეგ უნდა განაგრძო ბრძოლა“, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში გუშინ დაიღუპა. ის ბატალიონ „აზოვში“ მსახურობდა.   




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics