00:59 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-19 17:24:57, 603 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე ასირიელი ბავშვების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე ასირიელი ბავშვების მხარდამჭერი აქცია „სოლიდარობა ასურელ ქრისტიენებს“ იმართება. აქციაზე 200-მდე მოქალაქეა შეკრებილი. როგორც „ექპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება,  მოქალაქეებს  პარლამენტის წინ სიმბოლურად სათამაშოები მიაქვთ.

„აქციას, რომელსაც პატარა სიმბოლო ყოველთვის უნდა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში, ამ ასურელ ბავშვებთან ყველაზე მეტად ასოცირდება სათამაშო, ეს არის ჩვენი მესიჯი. წარმოვიდგინოთ სათამაშოები, რომლებასაც არ ჰყავთ პატრონი. ეს არის იმის გამოხატვა, რომ ბავშვებთან გვაქვს საქმე და მათ სიცოცხლეზეა საუბარი“,- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ლაბარტყავამ.

მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, სათამაშოებო მიიტანონ,  რომლებიც აქციის შემდეგ ბავშვთა თავშესაფრებს დაურიგდებათ.

ამასთან, აქციის წევრების მოთხოვნაა, საქართველოს მთავრობამ ასირიელ ბავშვებს თავშესაფარი მისცეს.

ცნობისთვის, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო"  ასირიელების წამებისა და მკვლელობის შემზარავ კადრებს სისტემატიურად აქვეყნებს.  




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics