01:51 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 18:26:16, 413 ნახვა

პოლიტიკა
კოჟორიძე: ვვარაუდობთ, ათონელის რეზიდენციის საკითხის გააქტუალურება, პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართულ კამპანიას უკავშირდება

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის, განცხადებით, მთავრობა ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში  არ გადასვლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე დიდი ხანია ინფორმირებულია.

როგორც კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამიტომ, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანეს. თუმცა, მისივე  თქმით, კითხვებს ბადებს ის ფაქტი, რომ დღეს ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის გადასვლა-არ გადასვლის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ამ საკითხის გააქტუალურება ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართულ კამპანიას უკავშირდება. 

"ჩნდება კითხვა- დღეს ეს საკითხი რატომ გახდა კვლავ აქტუალური.მაშინ, როდესაც 1 თვის წინ ვიცით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეზიდენცია იყო საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი.ანუ, მთავრობამ იცოდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი რჩებოდა აღნიშნულ რეზიდენციაში.სწორედ ამიტომაც, ათონელის რეზიდენცია შეტანილი იქნა საპრივატიზაციო ნუსხაში. უფრო მეტიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მთავრობა ბევრად უფრო ადრე იყო ინფორმირებული პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ.ამის დასტურად წარმოგიდნეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილს, რომელიც 2014 წლის ივლისშია გაგზავნილი მთავრობისთვის იმის დასტურად, რომ პრეზიდენტი ნამდვილად აპირებდა ამ რეზიდენციაში დარჩენას და ეს ინფორმაცია მთავრობას ამ წერილამდე ბევრად უფრო ადრე ჰქონდა. შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, ძალიან მაღალი ალბათობით ვვარაუდობთ, რომ დღეს ამ საკითხის კვლავ გააქტუალურება, უკავშირდება იმ სამწუხარო მოვლენას, რასაც ჰქვია ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანია  და ვვარაუდობ ასევე იმასაც, რომ ეს საკითხი დღეს აქტუალური საერთოდ არ გახდებოდა, პრეზიდენტს რომ თავის დროზე ასეთი ხასიათი არ გამოევლინა",-განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კითხვაზე - კონკრეტულად ვინ და რა მიზნით  სცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცას, კოჟორიძემ ასე უპასუხა:

"ვისგან მოდის და რა მიზნით მოდის ეს დისკრედიტაცია, ამასთან დაკავშირებით, ალბათ, გამიჭირდება საუბარი, რომ კონკრეტულად ვთქვა, რომ მთავრობის მიზანია პრეზიდენტის დისკრედიტაცია.მე არ ვიტყვი იმას, რომ მთავრობის მიზანია პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია, მაგრამ ის ქმედებები, რასაც თვალს ვადევნებთ, ეჭვს ბადებს, რომ პროცესები, ქმედებები, კონკრეტული ფაქტები ამ მიმართულებით მიდის. არის თუ არა ეს მიზანმიმართული კამპანია, ამაზე  ცალსახა პასუხების გაცემა ჩვენი მხრიდან ალბათ სწორი არ იქნება.დასკვნები გამოიტანოს საზოგადოებამ, რომელსაც, ვფიქრობ, საკმარისი ინფორმაცია აქვს მთელი ამ პროცესის განმავლობაში იმისათვის, რომ ლოგიკური დასკვნები გააკეთოს",-განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის დღევანდელ სხომაზე აღინიშნა, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები სრულიად  დასრულებულია, ადგილმდებარეობა დასუფთავებულია და ვინაიდან ათონელის რეზიდენცია პრეზიდენტისთვის  იყო გათვლილი, სამუშაოები მთლიანად პირველი პირის სტანდარტებზეა შესრულებული.

რაც შეეხება რეზიდენციის სტატუსს,  მთავრობის სხდომაზე განაცხადეს, რომ ამ თემაზე იმსჯელებენ, თუმცა, რეზიდენციის პრეზიდენტისთვის გადაცემა არ გამორიცხეს.

"რეზიდენცია დამთავრებულია,  შეტანილია ავეჯი,  დასრულებულ-დასუფთავებულია.მიღებული გვაქვს ექსპლუატაციაში,უკვე და მზად ვართ,  გადავცეთ ეკონომიკის სამინისტროს. შეგვიძლია ალბათ ვიმსჯელოთ მთავრობაზე სტატუსზე. მოგეხსენებათ ის პრეზიდენტისთვის იყო გთვლილი, სამუშაოები პირველი პირის სტანდარტებზეა შესრულებული.  გვქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მჭიდრო კავშირი შენობის რემონტის დროს, პროცესში და სტანდარტების შესაბამისად არის ყველაფერი გაკეთებული. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა და პრეზიდენტისთვის გადაცემა, თუ როგორც გადაწყვეტს მთავრობა",-განაცხადა ოთარ დანელიამ, რომელსაც პრემიერმა უპასუხა, რომ ამის თაობაზე იმსჯელებენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics