04:06 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 09:36:00, 368 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ვალერი გელაშვილის თავდასხმის საქმეში მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე განცხადებას ავრცელებს

ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეში მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს კანონის სრული დაცვით და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით, შესაბამისად, ბრალი დაზუსტებას არ საჭიროებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული საკითხით სპეკულაცია სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. 

„დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის კვალიფიკაციის სისწორეზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პროკურატურა განმარტავს:

მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენას  ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე,  25 და 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.

დანაშაულის ჩადენის დროს, ანუ 2005 წლის 14 ივლისს მოქმედი კანონის მიხედვით ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გათვალისწინებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 12 წლამდე და განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

დღეს მოქმედი რედაქციით კი იგივე ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის თანახმად,  კანონს რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა და ვრცელდება წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე. აქედან გამომდინარე, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული იქნა დღეს მოქმედი კანონი, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა, 2005 წელს მოქმედი კანონი ჯგუფურად სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის სასჯელის სახით მაქსიმალურ ვადას აწესებდა 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ახალი კანონი ამ ქმედებისთვის სასჯელის მაქსიმალურ ვადას ამსუბუქებს და აწესებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით.

ამდენად მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს კანონის სრული დაცვით, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით და დაზუსტებას არ საჭიროებს. შესაბამისად აღნიშნული საკითხით  სპეკულაცია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics