11:00 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 23:31:58, 681 ნახვა

სპეციალური ანონსი
27 ივნისის ანონსი

10:00 საათზე, პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ ფარგლებში მოსიარულე ბიბლიოთეკა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან კახეთის რეგიონში საგარეჯოს მიმართულებით გაემგზავრება.

10:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივით, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკაში - "ახალი სიცოცხლე", ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. 
მის: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. #21ა

10:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი გერჰარდ იაროში და საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას გახსნიან.
მის.: გორგასლის 24.

10:00 საათზე, მთავარ პროკურატურასთან ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი საპროტესტო აქციას გამართავს.
თემა: სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უმოქმედობა, რომელიც ეხება სასამართლოს მიერ დაბა ბაკურიანის მოსახლეობის მიწის ნაკვეთებზე უკანონოდ ყადაღის დადებას, ადვოკატი პროკურატურის ინტერესებზე საუბრობს.

10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი (East-West Management Institute, ACCESS) კონფერენციას გამართავს, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროკავშირისა და USAID-ის მისიის წარმომადგენლები გახსნიან.
თემა: 2018 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღების საკითხი.
საკონტაქტო პირი ეკა ლალიაშვილი - 577 32 72 71 

10:30 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აზერბაიჯანიდან დევნილი, საქართველოში მყოფი ჟურნალისტებისა და აქტივისტების საქმეების პირველადი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. 
მის.: ჭოველიძის ქ.#10
საკონტაქტო პირი ელენე ხარაზაშვილი - 577 29 10 03

11:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ფოთში, დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრება. 
მის.: ფოთი, ახალი დასახლება, გაგრის ქუჩა

11:00 სათზე, თეთრი ხმაურის მოძრაობის ოფისში (ალ. პუშკინის 13, მე-4 სართული) ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა პრეკონფერენციას გამართავს.

11:00 საათზე, "ევროპული საქართველოს" ოფისში სერგო რატიანის ბრიფინგი.
თემა - საატესტატო გამოცდების შედეგები

11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის 2016 წლის ანგარიში პრეზენტაცია გაიმართება.

12:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია" გაიმართება „საქართველოს სოლიდარობის ფონდის"  სამწლიანი საქმიანობის შეჯამება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

12:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12:00 საათზე, ვიცე-სპიკერი, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური პრესკონფერენციას გამარავს.
თემა: საკონსტიტუციო ცვლილებები.
მის.: ორთაჭალა, კრწანისის 2, შესახვევი 15-17

12:00 საათზე, „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“ და ევროპის ლიბერალური პარტიების ალიანსის (ALDE) ვიცე-პრეზიდენტი, ჰენრიკ ბახ მორტენსენი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მის.: სოფიკო ჭიაურელის ქ. #13, ფიქრის გორა

13:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

13:00 საათზე, "ახალი საქართველოს" წევრები, ჯანდაცვის სამინისტროს პირველ სართულზე, ბრიფინგს გამართავენ.
თემა: ვერტიკალური მონოპოლია ჯანდაცვის სისტემაში
მის.: წერეთლის გამზ. #144- ჯანაცვის სამინისტრო
საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551662525

13:00 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ პრესკონფერენციას, რომელზეც წარმოადგენენ ღია წერილს.
მის.: აღმაშენებლის გამზ. #61

13:00 საათზე, „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება „EFFE Label 2017-2018” პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე კაიდო სირელი დაესწრება.
მის.: შალვა დადიანის ქ. #2/1, თავისუფლების მოედანი
საკონტაქტო პირი მარიამ ჯაფარიძე - 555 101040

13:00 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში (აღმაშენებლის გამზირი 61) არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ პრესკონფერენციას, რომელზეც წარმოადგენენ ღია წერილს, რომელიც გაეგზავნება საქართველოში მოქმედ ყველა დოპლომატიურ წარმომადგენლობას, ევროპის პარლამენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის, ევროკომისარს, იოჰანეს ჰანსს, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს. წერილი შეეხება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას და პროპორციული საარჩევნო სისტემის გადავადებას. 

14:30 საათზე, სასტუმრო ბილტმორ თბილისში, BUSINESS GEORGIA-სა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით  ბიზნეს ფორუმი "ქალები ბიზნესში" გაიმართება. 

15:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

15:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

15:30 საათზე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიან მონაკვეთს გახსნის.
საკონტაქტო პირი თამარ ჯაფარიძე - 595 888 880

16:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მოსამართლე გიორგი ტყავაძის თავმჯდომარეობით, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ლისის ტბის წართმევის საქმეზე, მოპასუხეების: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თბილისის მერია, „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“, სასამართლო სხდომას გამართავს. 
მის.: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა 
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics