20:10 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 17:43:28, 704 ნახვა

სამხედრო
კოჯორში სერჟანტთა კორპუსის დღე აღინიშნა

„მომავალი წლიდან სერჟანტთა კორპუსის პირად შემადგენლობას თანამდებობრივი სარგო ემატება, რაც სერჟანტს კარიერული ზრდისათვის და საკუთარი თავის მუდმივი სრულყოფისათვის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს,“ –ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში განაცხადა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტთა კორპუსის დღე აღინიშნა.

სერჟანტთა პროფესიული დღე კოჯორში, საჩვენებელი სწავლებით დაიწყო.

სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ ოპერატიული ბრძანების გაცემის შემდეგ, ჩასაფრების ოპერაცია განახორციელა.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სერჟანტებს პროფესიული დღე პირადად მიულოცეს და სერჟანტთა კორპუსის მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო პერსპექტივებზე  ყურადღება გაამახვილეს.  

სერჟანტთა მომზადების ცენტრში ახალ სასწავლო პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც ბატალიონის და ბრიგადის დონეების სერჟანტისათვის აუცილებელ პროფესიულ ცოდნას მოიცავს.

ასევე მზად არის და განხილვის პროცესშია სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების ახალი კონცეფცია, რომელიც სერჟანტთა შერჩევის, მათი პროფესიული განათლების და კარიერული ზრდის საკითხებს კიდევ უფრო დახვეწავს.

საზეიმო ღონისძიება სერჟანტთა პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტს კობა ცირეკიძეს ღირსების ორდენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის გადასცა.

სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებმა I და II ხარისხის უწყებრივი მედლები „უმწიკვლო სამსახურისთვის“ მიიღეს.

ცნობისთვის, სერჟანტთა ინსტიტუტი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისთანავე შეიქმნა და მასთან ერთად ვითარდება.

დღეს, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ნატოს სტანდარტების შესაბამისი ცენტრი აქვს, რომელიც პროფესიონალი სერჟანტების ჩამოყალიბებას ყველა დონეზე უწყობს ხელს.

სერჟანტთა როლი ძლიერი შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ სერჟანტთა კორპუსი  ჯარის ფუნდამენტსა და ბირთვს წარმოადგენს. 

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics