04:45 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 12:47:12, 628 ნახვა

სხვადასხვა
ალექსანდრე ბარამიძე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

კონფერენციაზე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ზიანის შედეგებსა და ნარკოდანაშაულებთან ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.

როგორც ღონისძიებაზე ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი უწყება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს ყველა შესაბამისი ღონისძიების გატარებას ნარკოპოლიტიკის მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფისა და დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის განხორციელების მიზნით.

შეხვედრის მიმდინარეობისას ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნომ −  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა, წარადგინა საქართველოში  ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული მიღწევები, მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო და ინსტიტუციური სიახლეები და არსებული გამოწვევები. მოხსენება, ასევე, შეეხო მარიხუანისა და მცენარე კანაფის თაობაზე პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს ამ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით ლიბერალური სანქციათა რეჟიმის შემოღებას.

კონფერენციის  მუშაობაში, რომელსაც იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უმასპინძლა, მონაწილეობდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ექსპერტები. კონფერენციაზე ისაუბრეს როგორც საქართველოს სხვადასხვა უწყებიდან მოწვეულმა, ისე  უცხოელმა ექსპერტებმა.

ანტინარკოტიკული კვირეულის ფარგლებში ამ  კონფერენციის გარდა სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. კვირის განმავლობაში იუსტიციის სასწავლო ცენტრში 100-მდე სტუდენტი და მოსწავლე გაეცნობა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას და ნარკოტიკების მოხმარების უარყოფით შედეგებს.  სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით შეფასდება ნარკოტიკებთან ბრძოლის არსებული გამოწვევები, იმსჯელებენ მათი გადაჭრის გზებზე. კვირეულის ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის შესაბამისი აქტივობებიცაა დაგეგმილი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 26 ივნისი ნარკოტიკებისა და უკანონო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ 1987 წელს გამოაცხადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ნარკომანიასთან ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოსთან (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი), საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად ანტინარკოტიკული კვირეულის სახით უერთდება გაერო-ს ფარგლებში საერთაშორისო დღის აღნიშნვას.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics