05:34 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 19:08:56, 2315 ნახვა

სამართალი კომენტარი
ხუციშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, წელიწადში ვიდეოჯარიმების რაოდენობა დაახლოებით 300 000-ია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, წელიწადში  ვიდეოჯარიმების რაოდენობა დაახლოებით 300 000-ია.

თუმცა, მისივე თქმით,  აღნიშნული  რიცხვის ზრდის პარალელურად, ეტაპობრივად იკლებს ჯარიმების  ე.წ. ჩაბარების რაოდენობა:

„საშუალოდ რომ დავითვალეთ, ყოველი 100 ჯარიმიდან, მხოლოდ 70-ის ჩაბარება ხდება და დაახლოებით 30 მოქალაქე ახერხებს იმას, რომ სხვადასხვა მეთოდებით- ძალიან მცირე შემთხვევაში ობიექტურად , უმეტეს შემთხვევაში სუბიექტურად, არ ჩაიბაროს ჯარიმა. შსს წელიწადში დაახლოებით მილიონ ლარს ხარჯავს ამ ვიდეო ჯარიმების ჩაბარების მიმართულებით. ასევე, ხანმოკლეა ვიდეოჯარიმის აღსრულების ვადა,  6 თვის განმავლობაში ჩაბარება თუ არ მოხდა, აღსრულება პრაქტიკულად არ ხდება“,-აღნიშნა შალვა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც წარადგენს   საქართველოს მთავრობის ინიციატივას „ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს.

საუბარია ვიდეოჯარიმის აღსრულების  ახალ წესზე,  რომელიც გავრცელდება მხოლოდ შსს-ს მიერ გამოწერილი ვიდეოჯარიმებზე.

„კერძოდ, როდესაც კამერა დააფიქსირებს დარღვევას, პროგრამა აფიქსირებს, ხელით აღარ იმუშავებენ ჩვენი თანამშრომლები, პროგრამულად იქნება ჯარიმა გამოწერილი და იგივე პროგრამა მოქალაქეს, რომელმაც დაარღვია და რომლის მონაცემიც ჩვენს ბაზაშია დაფიქსირებული, ავტომატურად გაუგზავნის SMS  შეტყობინებას დარღვევის შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება საჯარიმო ქვითრის საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, მოქალაქე სარგებლობს საშეღავათო პერიოდით და თუ ამ 10 დღის განმავლობაში გადაიხდის ჯარიმას, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდება 20%-ით,  თუ ამ პერიოდში არ გადაიხდის ჯარიმას, მაშინ შსს იწყებს გაგზავნის პროცედურას და დღეს არსებული წესით, ორი მცდელობა იქნება ქვითრის ჩაბარების საქართველოს ფოსტის მხრიდან. თუ მაინც არ ჩაიბარებს მოქალაქე, მაშინ შსს შესაბამის ვებგვერდზე, რომელიც წინასწარ იქნება ცნობილი, ატვირთავს ამ საჯარიმო ქვითარს და გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ქვითარი ჩაითვლება ჩაბარებულად. ჯარიმის ჩაბარების ვადა 6 თვიდან 1 წლამდე იზრდება. ერთის მხრივ გარდაუვალი ხდება ჯარიმის ჩაბარება, მეორე მხრივ გამკაცრების პარალელურად, ვთავაზობთ გარკვეულ საშეღავათო სისტემას მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი ვალდებულების შესრულებას კეთილსინდისიერად უზრუნველყოფენ“,-განმარტა შალვა ხუციშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics