05:00 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 16:02:05, 387 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც სრულად აღმოფხვრის C ჰეპატიტს

„ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა  მსოფლიოში, რომელიც სრულად  აღმოფხვრის ამ უმძიმეს დაავადებას“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა C ჰეპატიტის  მკურნალობის ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე  განაცხადა.
მისივე თქმით,  მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ საქართველოში შემოვა C ჰეპატიტის სამკურნალო რევოლუციური პრეპარატის სოჰუს ბუვირის პირველი პარტია.
„მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ საქართველოში შემოვა  C ჰეპატიტის სამკურნალო  რევოლუციური პრეპარატის  სოჰუს ბუვირის პირველი პარტია, რომელიც ჯერჯერობით განსაკუთრებით მძიმე  პაციენტებისთვის  იქნება  განკუთვნილი.  წამალი გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით,   გვერდითი მოვლენების  სიმცირით და იძლევა თითქმის სრული განკურნების  შანსს. ეს მედიკამენტები ჩვენი მოქალქეებისთვის იქნება აბსოლუტურად  უფასო.  განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო  ბატონ დავით სერგეენკოს  და მთელ სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის.  ბატონი დავითის დიდი ძალისხმევის შედეგად ეს პროექტი  წარმატებულად განხორციელდა.  სავარაუდოდ,  წელიწადში 20 000 დაავადებულს  ვუმკურნალებთ სრულიად უფასოდ, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნება 2 მილიარდი ამერიკული დოლარია და ეს ყველაფერი უფასოა“,-განაცხადა  ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა  მადლობა გადაუხადა მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია გილიარდს.
 „პროგრამა ხორციელდება ჩვენი მეგობარი ქვეყნის  სტრატეგიული პარტნიორის  აშშ-ს მხარდაჭერით, კერძოდ ამერიკის დაავადებათა კონტროლის  ცენტრის მონაწილეობით, მე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია გილიარდს  განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა, რომლის უშუალო მონაწილეობის გარეშე ეს პროგრამა   რა თქმა უნდა ეს პროგრამა ვერ განხორციელდებოდა საქართველოში“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრა საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის განხორციელების შედეგებზე ისაუბრა  და  როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა უამრვ ადამიანს ყოფა შეუმსუბუქა.
„ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის  საერთოდ ხელმიუწვდომელი იყო ჯანდაცვა  საქართველოში, ხშირად ოჯახები მკურნალობისთვის,მათ შიორის ც ჰეპატიტის ვირუსთან  ბრძოლის დროს იძულებულნი იყვნენ  აეღოთ სესხი ან სულაც გაეყიდათ  საკუთარი სახლი, რაც ოჯახების გაღატაკებას იწვევდა. ამიტომაც ადამიანები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდნენ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ხშირად იყო დაგვიანებული და  მძიმე შედეგით მთავრდებოდა.  დღეს ჩვენ ამ რეალობას ვცვლით, ჩვენი მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა  უამრავ ადამიანს შეუმსუბუქა ყოფა  და მოუხსნა ფინანსური ტვირთი“,-დასძინა პრემიერმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics