2017-07-21 10:26:07, 3329 ნახვა
კულტურა
ქართველი მხატვრის ცირა ახობაძის წარმატება ნიუ-იორკში
ამერიკაში, ნიუ იორკში , ქართველი ემიგრანტი მხატვრის ცირა ახობაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენა არტპრომოუშენს კომპანია Madatart-ის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურად არის დაკავებული ნიუ-იორკში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციით. გამოფენა ჩელსის საგელერეო ნაწილში მდებარე Sepia Eye Gallery-ს სტუმარი გაიმართა, სადაც Madatart-მა აკვარელში შესრულებული ორმოცამდე ნამუშევარი წარმოადგინა. გამოფენის გახსნა ქართული სათვისტომოს წარმომადგენელებთან ერთად Madatart-ის ამერიკელი მეგობრებიც ესწრებოდნენ და გახსნის საღამომ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. გაიყიდა რამოდენიმე ნამუშევარი. ,,ცირა ახობაძე თითქმის ცამეტი წელია ამერიკაში ცხოვრობს და ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა ნიუ იორკში, თუმცა ის მედეთარტის წევრი არტსიტია და აქტიურად არის ჩართული კომპანიის მიერ ორგანიზებულ გამოფენებსა და პროექტებში. 2016-2017 წლებში მხატვრის ნამუშევრები გამოფენილი იყო მედეთარტის მიერ ემანუელ ფრემინ გალერიში, ჯადით გალერიში და ნიუ იორკის არტექსპოზე. საქართველოში ცხოვრების პერიოდში მისი ნამუშევრების სხვდასხვა დროს იფინებოდა ქარვასლასა და ცისფერ გალერეაში. ცირა ძალიან ნიჭიერი ხელოვანი, არაჩვეულებრივად ფლობს აკვარელით ხატვის ტექნიკას, აქვს საუკეთესო გრაფიკა და ზეთის ნამუშევრები. ვცდილობთ ის დამთავრიელებელს მრავალმხრივად წარვუდგინოთ. გასულ გამოფენებზე გვქონდა მისი გრაფიკა. პერსონალურ გამოფენაზე აკვარელი, მომავალ გამოფენაზე(ემანუელ ფრემინ გალერი) კი გადაწყვეტილი აქვს, ზეთის საღებავებში შესრულებული ნამუშევრით წარსდგეს დამთვალიერებლის წინაშე. სხვათაშორის ამერიკელბს ეს ძალიან აოცებთ და აფასებენ როცა ხელოვანი თანაბარი სიძლიერით ფლობს, სხვადასხვა ტექნიკას“, - განაცხადა ამერიკაში Madatart-ის დამფუძნებელმა მარიტა დამენიამ. გამოფენის ორგანიზატორი არტპრომოუშენს კომპანია Madatart-ი იყო, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურად არის დაკავებული ნიუ-იორკში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციით. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|