10:46 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 18:33:56, 865 ნახვა

სამხედრო
სამხედრო ინჟინერ-მესანგრეებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

ქართველმა სამხედრო ინჟინერ-მესანგრეებმა პროფესიული დღე აღნიშნეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ცერემონია საინჟინრო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ასევე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლები, პოლკოვნიკები - შავლეგო ტაბატაძე და გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც, ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. საინჟინრო გვარეობის დღეს საინჟინრო ბრიგადისა და I საარტილერიო ბრიგადის საშტაბო ასეულების სამოცდაორმა ახალწვეულმა ფიცი დადო.

პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თავადაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ლევან იზორიამ პირად შემადგენლობას საინჟინრო ბრიგადის 25 წლის იუბილე მიულოცა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საინჟინრო ბრიგადა საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი საკვანძო ქვედანაყოფია. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირად შემადგენლობას ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ ყურადღება ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობაზე გაამახვილა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დღევანდელი დღე განსაკუთრებით წვევამდელებს მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალწვეულები ცხრა თვის განმავლობაში სამსახურს საინჟინრო ბრიგადის საშტაბო და დაცვის ასეულში გააგრძელებენ.

საინჟინრო გვარეობის დღეს სიმბოლურად დაემთხვა ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ საინჟინრო და რქბ თავდაცვის სკოლის მესანგრის ძირითადი და საინჟინრო ათეულის მეთაურის კურსების დასრულება. მესანგრის ძირითადი კურსი ორმოცდაერთმა სამხედრომ, მათ შორის, ათმა წარჩინებით დაასრულა. საინჟინრო ათეულის მეთაურის კურსი კი, ათმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.

საინჟინრო გვარეობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით დასრულდა. თავდაცვის მინისტრმა საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი ოთხ სამხედრო მოსამსახურეს გადასცა. I და II ხარისხის მედლები „უმწიკვლო სამსახურისთვის“ – ხუთმა სამხედრომ მიიღო.

საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქვედანაყოფის შეიარაღებაში არსებული სხვადასხვა სპეციალური და საბრძოლო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო.

დღესვე, საინჟინრო ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმოდ გაიხსნა წმინდა იოთამ ზედგინიძის სახელობის ეკლესია, რომელიც ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ საკუთარი ფინანსური და ფიზიკური ძალისხმევით ააგო. ტერიტორიაზე ჯარისკაცებისთვის ახალი სასადილო ამოქმედდა.

საინჟინრო ბრიგადის იუბილეს თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლები, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის თავდაცვის ატაშეები და წვევამდელთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

საიუბილეო ღონისძიებების დასასრულს, ჯარისკაცებისათვის სამგორის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით კონცერტი გაიმართა.

24 წლის წინ, 23 ივლისს, ზნაურის რაიონის სოფელ იონჩაში, პოლკოვნიკმა კარლენ კალანდაძემ, მაიორმა ანდრო მაღლაკელიძემ, ლეიტენანტებმა - დავით ასაბაშვილმა და გოჩა ასაბაშვილმა, ასევე, მოხალისეებმა - სპარტაკ და ირაკლი მაისურაძეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. მოგვიანებით, სწორედ, ამ თარიღს დაუკავშირდა საინჟინრო-მესანგრეთა პროფესიული დღე.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics