23:35 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-22 11:00:58, 2560 ნახვა

საზოგადოება
გადაუდებელი დახმარების ცენტრი „GEM FEST“-ზე პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდებას უზრუნველყოფს

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ “GEM FEST”-ზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდებას  სადაზღვევო კომპანია „არდის“ მხარდაჭერით უზრუნველყოფს.

აღნიშნულის შესახებ მემორანდუმს ხელი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ და სადაზღვევო კომპანია „არდის“ დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ მოაწერეს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე გადაუდებელი დახმარების სამი პუნქტი მოეწყო და სასწრაფო დახმარების სამი ეკიპაჟი სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდა. ფესტივალის ვიზიტორებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე სადღეღამისო რეჟიმში მიეწოდებათ, საჭიროების შემთხვევაში კი, მათ ჰოსპიტალიზაციას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები უზრუნველყოფს.

მუსიკალურ ფესტივალზე სამედიცინო პუნქტების გამართვამდე პერსონალმა სპეციალური სწავლებაც გაიარა. ტრენინგი ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩატარდა.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics