18:00 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-22 12:28:43, 2284 ნახვა

საზოგადოება
გაბილეთიანების სისტემის მოდერნიზაციის კონკურსის მეორე ეტაპზე 2 კომპანია გადავიდა

თბილისის მერიის სპეციალურმა კომისიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებული კონკურსის პირველ ეტაპზე გამარჯვებულები გამოავლინა.

დედაქალაქის მთავრობა უახლოეს სხდომაზე აუქციონის თარიღს გამოაცხადებს, სადაც მეორე ეტაპზე გადასული კომპანიები – „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ მიიღებენ მონაწილეობას.

მერიის ინფორმაციით, კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს: ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდის დანერგვა. ასევე, უნდა შეიქმნას სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვის, ბილეთის შეძენის ფუნქციებით. ამავდროულად, ბილეთის ნაღდი ფულით ყიდვა და სამგზავრო ბარათების გამოყენებაც იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, შპს „სატრანსპორტო კომპანია“ მართვისა და დისპეჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილმდებარეობის დადგენის სისტემები დაინერგება, რაც მოძრაობის გრაფიკის კონტროლსა და კორექტირებას  უზრუნველყოფს.

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს ხანში თბილისელებს მგზავრობის საფასურის  გადახდისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის  თანამედროვე და სრულყოფილი სისტემები ექნებათ. ეს კი, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას მეტად კომფორტულსა და მიმზიდველს გახდის.

აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი სისტემები მაქსიმუმ ერთ წელიწადში უნდა დანერგოს. 

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მნიშვნელოვანია შეწყდეს ჩვენი ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების მცდელობა“ - პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა
კუპატაძე - ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებს, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული
კობიაშვილი - ფეხბურთელებზე წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა და თავდასხმა ხორციელდება
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics