19:51 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 12:06:37, 395 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ენერგეტიკის სამინისტროს: თქვენი შიდა საუბრები არ უნდა გახდეს საჯარო, მოსახლეობას ტყუილად ნუ ძაბავთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ირაკლი ხმალაძეს  ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებების გაკეთება მოსთხოვა.

ამასთან, პრემიერმა ენერგეტიკის სამინისტრო შიდა საუბრების  გასაჯაროვების გამო გააკრიტიკა.

ირაკლი ხმალაძემ ელექტროენერგიის ტარიფის მატების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

"არც ერთი  წინადადება ჯერ შინაარსობრივად განხილული არ არის და ვერანაირ ინფორმაციას ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით ვერ დავადასტურებთ",-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
"რა საჭირო იყო  საჯაროდ რაღაც თემის ატაცება? ძალიან მომაგონა, მიმანიშნა ამან ხელოვნურად იყო ინსცენირებული რაღაც. მითუმეტეს,  არ არის ჯერ განხილული წინადადება, პოზიცია არ ჩანს და მოსახლეობას ხელოვნურად ძაბავენ.ეს ძალიან ჰგავს ხელოვნურ სპექტაკლს.და გთხოვთ, რომ ყველამ  თავი შეიკავოთ, მანამ სანამ არ იქნება პოზიცია ჩამოყალიბებული, გთხოვთ ყველას, როგორც ენერგეტიკის სამინისტროს, მარეგულირებელ კომისიას, რომ თქვენი შიდა საუბრები  არ უნდა გახდეს  საჯარო, თქვენ შიგნით ისაუბრეთ, იმსჯელეთ ამა თუ იმ კომპანიის მომართვებზე,  მაგრამ ეს არ უნდა იყოს საჯარო, მოსახლეობას ნუ ძაბავთ, როცა ამ ეტაპზე არავითარი ფასის მატება არ იგეგმება",-განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ხმალაძემ განმარტება  შიდა საუბრების გასაჯაროვებასთან დაკავშირებითაც გააკეთა:

"გუშინ მოხდა მხოლოდ განაცხადების განხილვა ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ.კომისიის სხდომები საჯაროა და მოხდა უბრალოდ მედია საშუალებებში ამ ინფორმაციის გავრცელება", - უპასუხა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ პრემიერ-მინისტრს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics