03:20 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 12:22:16, 440 ნახვა

სამართალი
საია მთავარ პროკურატურას საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავარ პროკურატურას საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აფეთქების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

როგორც საია-ში აცხადებენ, 2014 წლის 13 დეკემბერს, შპს „RMG-Gold”-ს საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე განხორციელებული აფეთქების დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსგან მიღებული შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა.

საია-ში განმარტავენ, რომ 2014 წლის 13 დეკემბერს, შპს „RMG-Gold”-მა მედიაში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანიამ საყდრის-ყაჩაღიანის #1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. მათივე განცხადებით, კომპანიის მიერ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად ცნობილი გახდა რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე ადგილი ჰქონდა აფეთქების ფაქტს.

„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად - სამრეწველო დანიშნულების  ფეთქებადი მასალების გამოყენების თაობაზე გაიცემა სამრეწველო ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა, რომელსაც სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გასცემს. შესაბამისად, შპს „RMG-Gold”-ს 2014 წლის 13 დეკემბერს, საყდრისის #1 სალიცენზიო უბანზე (აღნიშნული უბანი მოიცავდა/მოიცავს არქეოლოგიურ ობიექტს - საყდრისი-ყაჩაღიანის უძველსი ოქროს მაღარო) აფეთქების განსახორციელებლად სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ნებართვა ესაჭიროებოდა.

საიას ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 13 დეკემბერს, შპს „RMG-Gold”-ს საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე განხორციელებული აფეთქების დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსგან მიღებული შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა.

შპს „RMG-Gold”-ის კუთვნილ კარიერებზე საამფეთქებლო სამუშაოებს ს/ს “RMG-Cooper”-ი აწარმოებს. ამასთან, შპს „RMG-Gold”-თან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს  მიერ მოწოდებული სამრეწველო ფეთქებადი მასალების გამოყენების ხუთი ნებართვებიდან მხოლოდ ერთი, 2015 წლის 6 იანვარს გაცემული ნებართვა ეხება საყდრისის #1 სალიცენზიო უბანზე აფეთქების განხორციელების უფლებას. თუმცა, აღნიშნული ნებართვა ვერ გავრცელდება 2014 წლის 13 დეკემბერს განხორციელებულ აფეთქებაზე.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2591 მუხლის თანახმად: არქეოლოგიურ ობიექტზე ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება არქეოლოგიური სამუშაოების  ნებართვის გარეშე, ან არქეოლოგიურ ობიექტზე განზრახ ზემოქმედება, რამაც მისი დაზიანება ან განადგურება გამოიწვია ან რის შედეგადაც ვერ ხერხდება მისი დათარიღება, იდენტიფიცირება და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად კი: დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

საია წერილობით განცხადებით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას და 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის  აფეთქების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics