07:57 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 16:38:52, 582 ნახვა

ეკონომიკა
კალაძე: რომელიმე კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებები ჩვეულებრივი მოვლენაა და არა აჟიოტაჟის საფუძველი

“თუ რომელიმე კომპანიამ ვალუტის კურსის ცვლილების გამო მიიღო ზარალი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა - ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და არა აჟიოტაჟის საფუძველი”, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ სემეკისათვის ტარიფების კორექტირების თხოვნით მიმართვის საკითხს ეხება.
„გვსურს მოსახლეობას განმარტება მივცეთ მარეგულირებელ კომისიაში ტარიფების დათვლაზე განაცხადების წარდგენასთან დაკავშირებით, ვინაიდან ინფორმაცია ამის შესახებ ბევრმა არასწორად აღიქვა.
ენერგეტიკაში, სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებში მუდმივად მუშაობს დაახლოებით 15 000 ადამიანი, ეს არის ხალხი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში, ყოვედღიურად უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის მომარაგებას სითბოსთვის, სინათლისთვის საჭირო ყველა პროდუქტით. ამ ადამიანების შრომის შედეგი ვრცელდება ქვეყნის კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიოტირებზეც კი.
მოსახლეობის მომსახურებას ახდენს რამდენიმე კერძო კომპანია, მათ აქვთ სრული უფლება განაცხადი შეიტანონ მარეგულირებელ კომისიაში (სემეკი) ტარიფთან დაკავშირებით, ხოლო მარეგულირებელი კომისია კანონით ვალდებულია საჯარო განხილვები დაიწყოს.
შეგახსენებთ რომ, ქვეყანაში არსებული არცერთი მარეგულირებელი კომისია არ იმყოფება მთავრობის, ან რომელიმე უწყების ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში - ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მუშაობა, საჯაროობა კანონით არის რეგულირებული.
ენერგეტიკის სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს სექტორში არსებული ყველა კომპანიის, დეველოპერის, ინვესტორის სტაბილურ, თავისუფალ და უსაფრთხო საქმიანობას ქვეყანაში.
შესაბამისად, თუ რომელიმე კომპანიამ ვალუტის კურსის ცვლილების გამო მიიღო ზარალი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა - ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და არა აჟიოტაჟის საფუძველი“, - ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში.
შეგახსენებთ, “ენერგო-პრო ჯორჯიამ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირების თხოვნით გუშინ მიმართა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics