02:21 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-25 14:43:48, 601 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობამ ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ დადგენილება მიიღო

„საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა  შევქმნათ“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეალური საფუძველი არსებობს იმის, რომ იმერეთის რეგიონში საინტერესო ბიზნეს პროექტები განხორციელდეს.

„საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიიღო დადგენილება, რომ ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალალი ინდუსტრიული ზონა შევქმნათ, ეს არის ცინელების ინვესტიცია, კომპანია ჰუალინგი უზარმზარ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში.  საუბარია 2020 წლამდე 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე. ეს 30-წლიანი პროექტი გახლავთ“,-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა იმერეთის რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე იასუბრა და აღნიშნა, რომ  დღეისათვის მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება 29 მილიონამდე ლარია.

"ეს ინვესტიციები ჩაიდო ქუთაისსა და ზესტაფონში - "სმარტისა" და ცნობილი ბრენდის სწრაფი კვების ობიექტის ამუშავებაში, გასამართ სადგურებში, სამშენებლო მასალების წარმოებაში, სასათბურე მეურნეობაში, მეორადი პლასტმასების გადასამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში და ასე შემდეგ. ეს ინვესტიციები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ აბსოლუტურად საიმედო გარემოს ვქმნით ბიზნესისათვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, 2013 წელს იმერეთის რეგიონში 60 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2014 წელს კი - 23 მილიონ დოლარამდე.

"ეს ინვესტიციები გადამმუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, უძრავ ქონებაში, სამთომოპოვებით მრეწველობაში, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მიმართულებით, სასტუმროებსა და რესტორნებში, სოფლის მეურნეობაში, თევზჭერაში ჩაიდო", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics