01:19 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 17:20:44, 2245 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძემ საზოგადოებას 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი გააცნო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საზოგადოებას „საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი“ წარუდგინა, რომელშიც მოცემულ წლებში სოფლის განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი პროგრამების შესახებ ინფორმაციაა ასახული.

სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის აღნიშნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაციის პროცესში წამყვანი უწყება, რომელიც ხელმძღვანელობს სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს.

სამოქმედო გეგმის განხილვას ესწრებოდნენ პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების, ევროკავშირის (EU),  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG), დარგში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა  და მედიის წარმომადგენლები.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics