07:26 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 17:39:51, 3161 ნახვა

პოლიტიკა
შავგულიძე: თუ ხელისუფლებას სურს, ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებაზე იმსჯელოს, ჩვენ აქ არ დავრჩებით

 „ხელისუფლებას თუ სურს, რომ მხოლოდ მის მიერ ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებაზე იმსჯელოს, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდაზე არ დავრჩებით“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

„სრულად საარჩევნო პროპორციულ სისტემაზე თუ არის მსჯელობა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვსხდებით მაგიდასთან და ამ სისტემის ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებით მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. თუ ხელისუფლებას სურს, რომ იმსჯელოს მხოლოდ მის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების ირგვლივ ანუ  რომ საარჩევნო სისტემა უნდა შენარჩუნდეს მაჟორიტარულ-პროპორციული, ამ შემთხვევაში  ეს არის მისი კონსტიტუცია,  ეს არის მხოლოდ მისი იდეა, ამაზე არსად არავის არც კი უმსჯელია.   შესაბამისად აქ მოლაპარაკებების მაგიდაზე ჩვენ არ დავრჩებით“,-განაცხადა შავგულიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში საკონსტიუციო ცვლილებებთან დაკავშირებით  უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას  უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე  უძღვება.

  




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics