08:06 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-20 15:55:59, 734 ნახვა

ბათუმში სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით  აჭარაში 18, 19 და 20 აგვისტოს   სამდღიანი სამეწარმეო მარკეტი ჩატარდება.  ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, 3 დღის განმავლობაში თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება თავიანთი პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნოს. სამეწარმეო მარკეტი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ გახსნეს.

აღნიშნული „სტარტაპ მარკეტი“ ალტერნატიული, მულტიფუნქციური და მოძრავი სავაჭრო სივრცეა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ახალგაზრდა მეწარმეების პოპულარიზაციაზე. მსგავსი ღონისძიებების   მიზანია ხელი  შეუწყოს  ხარისხიანი ქართული პროდუქციის  წარმოებას.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე მონაწილე,   მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებსაც უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.

ღონისძიება 3 დღის განმავლობაში 18:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე გაგრძელდება. სააგენტოსთან  „აწარმოე საქართველოში“ ერთად, ზემოთხსენებული სამეწარმეო მარკეტის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics