07:55 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 13:35:34, 731 ნახვა

მსოფლიო
ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის საფრთხის გამო, რიგის აეროპორტმა თბილისიდან რეისი ვერ მიიღო

რიგის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის საფრთხის გამო თბილისიდან რიგის მიმართულებით რეისი სხვა აეროპორტში გადაამისამართეს.

ინციდენტის გამო რეისები უახლოეს აეროპორტებში შესრულდა ნიუ-იორკიდან, ტალინიდან, მალტადან, ჰელსინკიდან და კიდევ რამდენიმე ქალაქიდან.

"ლიგა.ნეტის“ ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 7:00 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც მგზავრების და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

ამ დროისათვის აეროპოტში ტერმინალების შემოწმება ხდება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. რიგის აეროპორტი ლატვიის დედაქალაქიდან 13 კილომეტრში მდებარეობს და ბალტიისპირეთში მგზავრთა გადაყვანის მოცულობით ყველაზე დიდი აეროპორტია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics