21:24 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 18:25:13, 694 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა

საქართველოში საწვავი კვლავ გაძვირდა. 

ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასი 5 თეთრით მოუმატეს. 

26 აპრილიდან „სოკარში“ ყველა პროდუქტი 5 თეთრით გაძვირდა. „სოკარის“ წარმომადგენელი ირაკლი ზუბიტაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ საწვავის გაძვირება საერთაშორისო ბაზარზე ბოლო ერთ თვეში ნავთობპროდუქტებზე ფასის მომატებასა და ლარის გაუფასურებას უკავშირდება. დღეს „სოკარში“ საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:   სუპერი - 1.99 ლარი, ნანო პრემიუმი - 1.89 ლარი, ევრო რეგულარი - 1.78 ლარი, ნანო რეგულარი - 1.75 ლარი, ნანო დიზელი - 1.76 ლარი, ევრო დიზელი - 1.94 ლარი.

„გალფში“ კი საწვავი 5 თეთრით დღეიდან გაძვირდა. ნავთობიმპორტიორ კომპანიაში აცხადებენ, რომ ფასის მატება ბოლო კვირაში საერთაშორისო ბაზარზე ნავთოპროდუქტების გაძვირებას უკავშიდება. „გალფში“ საწვავის შეძენა შემდეგ ფასად არის შესაძლებელი: G-force პრემიუმი- 1.95 ლარი; G-force ევრო რეგულარი -1.89 ლარი; რეგულარი- 1.79 ლარი; ევრო დიზელი - 1.79 ლარი; G-force ევრო დიზელი - 1.95 ლარი;

„ვისოლის“ ქსელში ფასებმა 5 თეთრით მოიმატა ეკონომ პროდუქტებზე. ამჟამად საწვავზე „ვისოლის“ ქსელში ფასები შემდეგია: ეკო სუპერი - 1.99 ლარი, ეკო პრემიუმი - 1.94 ლარი; ეკო რეგულარი - 1.81 ლარი; ეკო დიზელი - 1.94 ლარი; ეკო სუპერი 100 - 2.20 ლარი; ევრო რეგულარი -1.78 ლარი; დიზელ ენერჯი -1.79 ლარი.

დღეიდან 5 თეთრით გაძვირდა „ლუკოილის“ ქსელში არსებული ყველა პროდუქტი. ამჟამად „ლუკოილში“ ევროსუპერი - 1.99 ლარი; პრემიუმ ავანგარდი - 1.89 ლარი; ევრო რეგულარი - 1.73 ლარი, ხოლო ევროდიზელი 1.89 ლარი ღირს.

„რომპეტროლში“ კი საწვავის შეძენა მომხმარებელს შემდეგ ფასად შეუძლია: ეფიქსი სუპერ ევრო - 1.99 ლარი, ეფიქსი ევრო პრემიუმი- 1.87 თეთრი, ევრო რეგულარი -1.68 ლარი, ეფიქსი ევრო დიზელი - 1.89 ლარი, ხოლო ევრო დიზელი - 1.74 ლარი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics