20:52 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 15:24:54, 1517 ნახვა

ეკონომიკა
PSP-ში პროდუქტების შეძენა მობილური აპლიკაციით გახდა შესაძლებელი

PSP-მ მომხმარებლისათვის კიდევ ერთი ინოვაციური სერვისი წარადგინა.PSP-ს მედიკამენტების, ჰიგიენისა და კოსმეტიკის პროდუქტების შეძენა უკვე სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით გახდა შესაძლებელი.

„მობილური აპლიკაციით სარგებლობა ძალიან მარტივია. მას შემდეგ რაც მომხმარებელი სმარტ ფონში „PSP – My Pharmacy”-ს ჩამოტვირთავს, PSP-ს აფთიაქი მის მობილურ ტელეფონში გადაინაცვლებს.  ჩვენს მომხმარებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს PSP-ს ქსელში არსებული პროდუქტები, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეიძინოს ისინი და ჩვენ მას სასურველ ადგილზე მივართმევთ. 20 ლარზე მეტი თანხის პროდუქტის შეძენის შემთხვევაში მიტანა უფასოა. მოქმედებს ასევე ექპსრეს მიტანის სერვისიც და მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის მიღება თბილისის მასშტაბით 2 საათში შეეძლება“, - აცხადებენ PSP-ში.

PSP-ს მობილური აპლიკაციით  ოჯახის თითოეული წევრის ჯანმრთელობის ისტორიის შენახვა და მართვაა შესაძლებელი. აქვე მომხმარებელს წამლის მიღების შემახსენებლის გააქტიურება და წამლის კალკულატორით სარგებლობაც შეუძლია.

PSP-ს „ღიმილი ბარათის“ მფლობელები მობილური აპლიკაციით შეძლებენ ღიმილების დაგროვებას. აქვე შესაძლებელია დაგროვილი ღიმილების  სასურველ საჩუქარში გადაცვლა.

მობილური აპლიკაციით ასევე შესაძლებელია ფრანგული და სხვა ევროპული კოსმეტიკური პროდუქტებისა და ბავშვთა მოვლის საშუალებების შერჩევა და შეძენა. ნებისმიერ დროს აპლიკაცია საშუალებას იძლევა, მარტივად იქნას ნაპოვნი ახლომდებარე აფთიაქი.

აპლიკაციის მოსარგებლეებს PSP-ს ცხელი ხაზიც მოემსახურება, რომლის ნომერიცაა: (032) 240 20 20.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics