05:29 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 13:17:43, 1887 ნახვა

საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ანგარიშთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის განცხადებას არაკორექტულს უწოდებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება და მათ არაკორექტულს უწოდებს.

ორგანიზაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ ხმაურიანი განცხადებებით არ შემოიფარგლებიან და  ანგარიშში მოყვანილი ფაქტების შესაბამისად კანონით დადგენილ სამართლებრივი რეაგირების ზომებს მიმართავენ.

„პირველ რიგში, ჩვენი ორგანიზაცია პერიოდულად აქვეყნებს ანგარიშებს, საქართველოს პარლამენტის წევრთა საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის დეპუტატების ბიზნესთან კავშირებზე, შეუთავსებელ საქმიანობასა და არადეკლარირებულ ქონებაზე. აღნიშნული ანგარიში არის რიგით მე-5. ზოგ შემთხვევაში, პარლამენტთან თანამშრომლობით ვაცნობდით დეპუტატებს ამ მონაცემებს. შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრები ასწორებდნენ დეკლარაციებში არსებულ უზუსტობებს, რაც წარმოადგენს კიდეც მსგავსი ანგარიშების მომზადების მიზანს.  ამ დრომდე არ გვახსენდება არც ერთი მსგავსი მწვავე და არაკორექტული შეფასება თავად იმ ფაქტის, რომ ჩვენი ორგანიზაცია თავს უყრის და აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც ისედაც განთავსებულია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების ვებგვერდებზე.

ანგარიშში წარმოდგენილი ყველა მონაცემი  ეყრდნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას და ასევე პარლამენტის წევრთა მიერ შევსებულ დეკლარაციებს, რომელიც  საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. წარმოდგენილი ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი გადამოწმება. 

მიუხედავად მწვავე შეფასებებისა არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც სხვა დეპუტატების მხრიდან არ დასახელებულა არც ერთი ფაქტობრივი შეცდომა ჩვენს ანგარიშში.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღიარა, რომ იგი ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრები დირექტორებად ფიქსირდებიან კომპანიებში, რაც მისი თქმით, “რა თქმა უნდა, არის დარღვევა” და  მუდმივად აფრთხილებს კოლეგებს, რათა გამოასწორონ მსგავსი უზუსტობები.

კვლევაში ნახსენებმა ზოგმა პარლამენტის წევრმა არც უარყო ამ კომპანიების არსებობა, თუმცა მიუთითა, რომ ამჟამად ან დიდი ხნის განმავლობაში არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.  კანონმდებლობის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტი არსებობას მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ წყვეტს. ყველა კომპანია, რომელიც ნახსენებია კვლევაში, იძებნება საჯარო რეესტრის ბაზაში “აქტიურის” სტატუსით. კანონის ჩანაწერი კი ცალსახაა - პარლამენტის წევრს არ აქვს უფლება ახორციელებდეს  სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელის უფლებამოსილებას და იმ შემთხვევაში, თუ ის ან მისი ოჯახის წევრი არის კომპანიის წილის მფლობელი, აღნიშნული ფაქტი უნდა მიუთითოს დეკლარაციაში,  მიუხედავად იმისა, კომპანია კონკრეტულ მომენტში მუშაობს თუ არა მოგების მიღების მიზნით.

გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში ასევე მითითებულია იმის შესახებაც, რომ შესაძლოა კომპანიების ნაწილი აღარ ფუნქციონირებდეს, რადგან მათ შესახებ ინფორმაცია  საჯარო რეესტრში წლების მანძილზე არ განახლებულა, თუმცა ეს არ ათავისუფლებს პარლამენტის წევრს ვალდებულებისაგან, რომ კომპანიაში წილის  არსებობის შესახებ  მიუთითოს თანამდებობის პირის დეკლარაციაში და გათავისუფლდეს დირექტორის თანამდებობიდან.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ანგარიშის გამოქვეყნებას პარლამენტის ორი წევრის მხრიდან უკვე მოყვა სათანადო რეაგირება. კერძოდ “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ და მამუკა ჩიქოვანმა “ევროპული საქართველოდან” მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები მხოლოდ ხმაურიანი განცხადებებით არ შემოიფარგლებიან და  ანგარიშში მოყვანილი ფაქტების შესაბამისად კანონით დადგენილ სამართლებრივი რეაგირების ზომებს მიმართავენ. სწორედ ეს იქნება საზოგადოების მიმართ მათი პასუხისმგებლობის გამოხატულება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics