03:06 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 22:07:29, 1026 ნახვა

სპეციალური ანონსი
19 ოქტომბრის ანონსი

10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას ქ.#7

10:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო ტელ.: 599726565

11:00 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn“-ში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით საქართველო-გერმანიის წლისადმი მიძღვნილი ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი გაიმართება.

11:00 საათზე, სასტუმრო კოსტეში (HotelCostes) „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
მის: კოსტავას ქ. #45ა (კინო „ამირანის“ მიმდებარედ)

11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში რომან გოცირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 საათზე, “ევროპული საქართველოს” ყაზბეგის მერობის კანდიდატის ვიქტორ სუჯაშვილის და ირაკლი აბესაძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: მიწების რეგისტრაცია.
მის: ორთაჭალა, გულიას ქ. #1
საკონტაქტო პირი: თორნიკე დიასამიძე 597 04 06 08, თეონა ოთანაძე 577 95 11 15

11:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი ბრიფინგს გამართავს.
თემა: წინასაარჩევნო დარღევები ნინოწმინდა - ახალქალაქში.
მის: ორთაჭალა, გულიას ქ. #1
საკონტაქტო პირი: თორნიკე დიასამიძე 597 04 06 08, თეონა ოთანაძე 577 95 11 15

12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, მთარგმნელის, პუბლიცისტისა და პოეტის ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძის) არქივისა და ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართება.

13:00 საათზე, ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭო "ფუნიკულიორში" აშშ-ს სავაჭრო და საინვესტიციო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს , რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის და უცხოური საინვესტიციო კორპორაციების 30-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

14:00 საათზე, „თიბისი ლიზინგის“ სათავო ოფისში, ლიზინგის ახალი, ინოვაციური პროდუქტის წარდგენა გაიმართება, რომელიც კარგად არის აპრობირებული ევროპაში და საქართველოში პირველად ინერგება.
მის.: ჭავჭავაძის #80, კუს ტბის ასახვევთან.

15:00 საათზე, სასტუმრო „რუმსის“ მთავარ დარბაზში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედია საშუალებებში გაშუქების მონიტორინგის პირველადი შედეგების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი და სხვა პირები დაესწრებიან.

15:00 საათზე, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლურ კაფსულას საძირკველში პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩადებს. ცერემონიას რეგიონული განვიათრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მაია ზავრაშვილი და სხვა პირები დაესწრებიან.
მის.: ჭიათურა, ძმები დეკანოზიშვილების ქ. N 1; ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის სამმართველო.

16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში შეხვდება ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანს, ავსტრიის საპატიო მოქალაქეს, თეატრის მსახიობს, მომღერალს და ავსტრიულ-ქართული თეატრის პრეზიდენტს მაკო იორელს (მაია სასწრაფოშვილი) და მის გუნდს, რომლებმაც საქართველოში "მაკო იორელის სახელობის კრეატიული ცენტრი" ჩამოაყალიბეს.
მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238

18:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაში მხატვარ მანონ ბულისკერიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით -,,კედლების გემო 2" გაიმართება.
მის.: უზნაძის ქ. #68




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics