03:57 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 10:18:14, 513 ნახვა

სამართალი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური გაიხსნა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური გაიხსნა, რომელიც რეგიონში აქამდე არ ფუნქციონირებდა.

გახსნის ცერემონიას შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ნუგზარ სუჯაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ივანე ზურაბაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

უწყების ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის ახალი შენობა თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი.

ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების დადგენას უახლესი ნარკოტესტებით ახორციელებს. ექიმი-ნარკოლოგები ასევე აწარმოებენ კლინიკურ შემოწმებას პირის ნარკოტიკული თრობის მდგომარეობის დასადგენად.

გარდა ამისა, ადგილზე მუშაობს კრიმინალისტიკური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს დაქტილოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას. კრიმინალისტიკური სამსახური აღჭურვილია სისტემით, რომელიც დაკავშირებულია ერთიან ბაზასთან, რისი საშუალებითაც პიროვნების თითის ანაბეჭდებისა და ფოტოსურათის მონაცემთა ბაზასთან შედარება და პირის ვინაობის დადგენა ოპერატიულად ხორციელდება. ახალი ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი მცხეთა-მთიანეთის სამართალდამცავ დანაყოფებს მოემსახურება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics