20:08 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 21:08:46, 1786 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: ეგზიტპოლის შედეგი ნიშნავს, რომ „ევროპული საქართველო“ შედგა და პარტიამ პირველ არჩევნებზე ნაბიჯი გადადგა

ეგზიტპოლის ეს შედეგიც ნიშნავს, რომ პარტია შედგა, რომ პარტიამ თავის პირველ არჩევნებზე გადადგა ნაბიჯი, - ასე აფასებს "ედისონ-რისორჩის" ეგზიტპოლის შედეგებს, "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე. 

ბაქრაძის შეფასებით, ”ევროპული საქართველო” "მკვეთრად წინ არის, ვიდრე ქართული ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა". 

”ეს არის ეგზიტპოლი და ეს არ არის არჩევნების ოფიციალური მონაცემები. ყველამ ვიცით, რომ ქართულ რეალობაში ეგზიტპოლი, ისევე როგორც ნებისმიერი გამოკითხვა, ატარებს რისკს. როდესაც ვსაუბრობთ დაშინებულ ამომრჩეველზე, როდესაც ვსაუბრობთ ადმინისტრაციულ რესურსზე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ადამიანებს მთელი წინასაარჩევნო კმპანიას დროს აშინებდნენ სოციალურების მოხსნით და სამსახურებიდან გაშვებით, ეს მოქმედებს ნებისმიერი კვლევის ხარისხზე. ამიტომ, საბოლოო შეფასებას გავაკეთებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიდება ოფიციალური შედეგები. ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ნებისმიერი ეგზიტპოლი ვერ იქნება მიღებული, როგორც რეალობა. ციფრები შეიძლება შეიცვალოს და საბოლოო პოზიცია გვექნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხმებს დათვლის ცესკო. რაც შეეხება თბილისის შედეგებს, ეს არის პირველი არჩევნები „ევროპული საქართველოსთვის“, ჩვენ ვართ რამდენიმე თვის წინ შექმნილი პარტია, რომელსაც ბევრი ისეთი მხარდამჭერი ჰყავს, ჩვენი კიდევ ნომერიც არ იცის, რადგან ჩვენ ვართ ახალი პარტია. ეგზიტპოლის 9%-ი ნამდვილად ნიშნავს, საერთო ჯამში, 10%-ზე მეტზე ასვლას და საბოლოოდ ორნიშნა ციფრში გადასვლას. ეგზიტპოლის ეს შედეგიც ნიშნავს, რომ პარტია შედგა, რომ პარტიამ თავის პირველ არჩევნებზე გადადგა ნაბიჯი. ეს ნიშნავს, იმას რომ ”ევროპული საქართველო” წინ არის, ვიდრე ქართული ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა. ეს ნიშნავს, იმას, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ პარტია გააგრძელებს ზრდას”, - განაცხადა ბაქრაძემ და დასძნა, რომ საქართველოს მასშტაბით არის რაიონები, სადაც პარტია გამარჯვებას ელოდება. 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics