08:11 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 23:29:08, 1947 ნახვა

საზოგადოება
ლიტველ და უკრაინელ დამკვირვებლებს კენჭისყრის პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უცხოელი დამკვირვებლები მივიდნენ. ქართული მედია ლიტველ და უკრაინელ დამკვირვებლებს გაესაუბრა. ისინი აღნიშნავენ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიოს, მათ არ შეუმჩნევიათ.

 „ზოგადად თვითმმართველობის არჩევნები რთული პროცესია. იქ, სადაც ჩვენ ვიყავით,   მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა“,-ამბობენ ისინი.

ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აერჩიათ.

არჩევნები საერთო ჯამში 3634 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველი იყო  რეგისტრირებული.

არჩევნებს დააკვირდა საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 4 820 ჟურნალისტი.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics