08:02 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-03 19:03:57, 326 ნახვა

პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე: პრემიერის გადაწყვეტილებით, მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ცნობილია, არ იცვლება

კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის პარლამენტის მიერ ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურაზე იმსჯელეს და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

საუაბრი შეეხო მთავრობის წევრების საზღვარგარეთ ვიზიტებსა და EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებას, რომელსაც თბილისი – 13-15 მაისს უმასპინძლებს.

"იყო მორიგი შეხვედრა. არავითარი რიგგარეშე და განსაკუთრებული შეხვედრა არ ყოფილა.მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. ძირითადად მომავალში საპარლამენტო მუშაობის თაობაზე, "EBRD"-ის ვიზიტზე, საერთაშორისო ვიზიტებზე",-განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ხათუნა სამნიძემ.
რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობის შესაძლო შეცვლის საკითხს, ხათუნა სამნიძის თქმით,  პრმეიერ-მინისტრი მთავრობის შემადგენლობის შეცვლას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

" პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ცნობილია, არ იცვლება. პრემიერი ცვლილებებს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს", -აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics