08:43 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 10:27:37, 332 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელის შეფასებით, ქალი თავდაცვის მინისტრი მოქმედი ხელისუფლების დემოკრატიულობის მაგალითია

თავდაცვის სამინისტროში მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი მივიდა.

მან უწყება მინდია ჯანელიძისგან ოფიციალურად უნდა გადაიბაროს. 

თინა ხიდაშელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი იქნება.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის „კაშკაშა“ მაგალითი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დემოკრატიულობის. 

„მე ვფიქრობ, ეს ერთ–ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი „კაშკაშა“ მაგალითია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულობების, ჩვენი ხელისუფლების დემოკრატიულობის, იმისი, რომ „ქართული ოცნების“  ხელისუფლებისთვის არ არსებობს რაიმე ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი და პირველ რიგში ქართული ჯარისთვის, ბუნებრივია თავდაცვის სამინისტროსთვის“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics