07:39 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 12:47:58, 420 ნახვა

პოლიტიკა
ხმალაძე: მინისტრების და არა მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა, პრემიერის ვალდებულება იყო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის შესაბამისი მუხლები განმარტა.

როგორც ხმალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მინისტრების დანიშვნა პრემიერის არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც იყო.

მისივე განმარტებით, მთავრობის მთელი შემადგენლობა არა მოვალეობის შემსრულებლები, არამედ პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები არიან.

„ყველა მინისტრის დანიშვნა თანამდებობაზე, ანუ დანიშვნა მინისტრად და არა მოვალეობის შემსრულებლად, ეს იყო არა მხოლოდ უფლება პრემიერ-მინისტრისა, არამედ ეს იყო ვალდებულება. შესაბამისად, მთავორბის მთელი შემადგენლობა დაწყებული პრემიერ-მინისტრით და დამთავრებული 18 მინისტრით, ყველანი არიან შესაბამისად პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები და არა მოვალეობის შემსრულებლები. პარლამენტს წარედგინება ნდობის მისაღებად მთავრობის განახლებული შემადგენლობა. ასე ამბობს ამას კონსტიტუცია. განახლებული, ვისაც ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის, გადაშალოს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი და ნახოს რას ნიშნავს სიტყვა განახლება. ეს არის რაღაც არსებულის შეცვლა ახლით, სხვაგვარით. მაგალითად მინისტრის თანამდებობიდან გადაგომა ან განთავისუფლება, ეს არ არის მთავრობის განახლება. განახლება ხდება მაშინ, როდესაც ამ განთავისუფლებულ ადგილზე დაინიშნება ახალი მინისტრი. განახლებული შემადგენლობა მთავორბისა არის ის შემადგენლობა, რომელიც გვაქვს მას შემდეგ, როდესაც ერთი მინისტრის ნაცვლად ინიშნება სხვა მინისტრი“, - აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ვალდებულია, ერთი კვირის ვადაში პარლამენტს განახლებულია მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს.

„კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ მთავრობის შემადგენლობა შეიცვალა 1/3-ით, პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგენს ამ შემადგენლობას ნდობის მისაღებად. ესეიგი ეს არის პრეზიდენტის ვალდებულება, რომ ერთი კვირის ვადაში წარუდგინოს, იქნება ეს ამ კვირის პირველი, მეხუთე, თუ მეშვიდე დღე, ამას მნიშვენლობა არ აქვს, მაგრამ მერვე დღე არ შეიძლება იყოს. ამის შემდეგ უკვე პარლამენტის იწყებს ნდობის გამოცხადების პროცედურას, ეს არის საკომიტეტო მოსმენები მთავრობის წევრებთან და შემდგომ უკვე პლენარულ სხდომაზე განხილვა, მანამდე იქნება ფრაქციებთან მთავრობის წევრების გამოსვლები უმცირესობასთან, უმრავლესობასთან და ბოლოს პლენარულ სხდომაზე განხილვა“, - განაცხადა ხმალაძემ.

ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ თუ მთავრობა ნდობას მიიღებს, ის გააგრძელებს საქმიანობას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის, ან პრემიერის მიერ მინისტრების დანიშვნის აქტი აღარ გამოიცემა.

„თუ მთავრობამ ნდობა მიიღო, ის გააგრძელებს თავის საქმიანობას და გააგრძელებს თავის საქმიანობას და არანაირი აქტი, ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისა ან პრემიერ-მინისტრის მიერ მინისტრების დანიშვნისა, აღარ გამოიცემა. ამის საჭიროება არ არის, ვინაიდან ასეთ ვითარებაში მთავრობის განახლებისას ნდობის გამოცხადება ემსახურება ერთადერთ რამეს, ეს არის განახლებული მთავრობისთვის ნდობის დადასტურება“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics