20:31 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 14:21:23, 508 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

სასტუმრო „რადისონში“ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა, GIZ-ს დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მარტინ ჰომოლამ და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა პატრიკ ფოშერმა მიმართეს. 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ინტეგრირებული ურბანული განვითარება ეკონომიკური განვითარების თანმდევი პროცესია და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს.

„ის უნდა პასუხობდეს არა მხოლოდ დღევანდელ გამოწვევებს, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე იმ მოთხოვნებსაც, რომელიც დღის წესრიგში სამომავლოდ დადგება. ეკონომიკის სამინისტროში შემუშავებულია საქართველოს სივრცითი მოწყობის და მშენებლობის კოდექსი, რომელიც უშუალოდ მშენებლობის ხარისხის ამაღლების გარდა, ხელს შეუწყობს ამ სფეროში ინვესტიციების უსაფრთხო, სტაბილურ და კომფორტულ გარემოში განხორციელებას. მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემაზე, რომლის ფარგლებში მოხდება სხვადასხვა დარგობრივი სტრატეგიების გაერთიანება, ანალიზი და ერთიან კონტექსტში განხილვა. შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც მუშაობს ქვეყნის სივრცითი დაგეგმარების პროექტზე და ამ მიმართულებით ინტერესთა გამოხატვის პირველი ფაზა დასრულებულია. ქვეყანას ექნება სივრცითი ფიზიკური განვითარების გეგმა, რომელშიც იქნება ინტეგრირებული ყველა ქალაქის ურბანული განვითარების დინამიკა და ის ერთიან კონტექსში იქნება მოყვანილი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი თბილისში 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics