02:26 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 14:52:00, 380 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის პირველი დღე დაეთმო ოფიციალურ შეხვედრებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლესისაკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კერძოდ, ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ რიოტგენთანდა ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან: კარინშტრენცთან, ფილიპ მისფელდერთან, ტობიას იოზეფ ცეხთან და მარტინ გერსტერთან.

გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, მხარეებმა განიხილეს საქართველო-გერმანიასშორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი დაპოზიტიურად შეაფასეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო ინტენსიური ხდება.საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს კიდევ ერთხელ გადაუხადამადლობა 2015 წლის თებერვალში თბილისში სტუმრობისათვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორისასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის  და საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის.თამარ ბერუჩაშვილმა გერმანელ პარლამენტარებთან საუბრებისას ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის„აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამ კონტექსტში, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციას,ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონულ უსაფრთხოებას. ორმხრივითანამშრომლობის კონტექსტში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურიინტეგრაციის პროცესისადმი გერმანიის მხრიდან შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე, განხილულიქნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

4 მაისსვე, ვიზიტის ეკონომიკური ბლოკის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაგამართა გერმანული ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან, რომელსაც ორგანიზება გაუწია მსხვილმა ბიზნესგაერთიანებამ - გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტმა. შეხვედრაზე გერმანელმა ბიზნესმენებმაწარმოადგინეს კონკრეტული ინიციატივები და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ბიზნეს-კლიმატისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტი მ/წლის 16-17 ივნისს, საქართველოში გამართავს ბიზნეს-ფორუმს და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველოსევროპული გზა".

ბერლინში ვიზიტის პირველ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუები მისცა ცნობილ გერმანულ მედია-საშუალებებს, კერძოდ, საინფორმაციო სააგენტოს Reuters ჟურნალისტს ანდრეას რინკეს, გაზეთის Die Weltჟურნალისტს სილკე მიულჰერსა და გაზეთის Business and Diplomacy ჟურნალისტს რაინერ შუბერტს.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ვიზიტის მიზანია საქართველო-გერმანიის მჭიდროპარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და მთელ რიგ სფეროებში უკვე არსებული ნაყოფიერითანამშრომლობის ახალი პრესპექტივების გამოვლენა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics