2017-11-22 14:22:19, 1611 ნახვა
კომენტარი
სუბარი: გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, გზა და გზა ხდებოდა სასამართლო პროცესების გაყალბება
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მედიას გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს მოწმის სტატუსით ჩვენება მისცა. სუბარმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის ის პერიოდი გაიხსნა, რომელიც გირგვლიანის საქმეს უკავშირდება: „მინდა, ვთქვა ორიოდე სიტყვა იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს მიმდინარეობს სააკაშვილის ბრალთან დაკავშირებით. დავიკითხე ამ პროცესებზე, როგორც მოწმე, სასამართლოს მეც მივეცი ჩვენება. მოგეხსენებათ, ვიყავი სახალხო დამცველი იმ დროს, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა, ხდებოდა ჩემს თვალწინ და ჩემი უშუალო მონაწილეობით იმიტომ, რომ ვიყავი ჩართული იმ ყველაფრის მაშინვე გამოძიებაში, რაც ხდებოდა გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ ხდებოდა პრაქტიკულად გზა და გზა გაყალბება სასამართლო პროცესების, როგორ იცვლებოდა კანონები ერთი სასამართლო პროცესიდან მეორე სასამართლო პროცესამდე, რომ ამით შეემცირებინათ ბრალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს. როგორ ისხდნენ ისინი ერთ საკანში მაშინ, როდესაც ეს კანონით აკრძალული იყო და როგორ შეცვალეს ამასთან დაკავშირებით წესები, როგორ მოხდა, რომ ისინი იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ერთ-ერთი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, მინისტრი მაშინ ჩემთანაც კი მოდიოდა და მეუბნებოდა ( სააკაშვილის მთავრობის წევრზე მაქვს საუბარი), როგორ მართავდნენ ისინი ბიზნესებს და ატერორებდნენ ადამიანებს, ციხიდან როგორ უშვებდნენ პერიოდულად მათ ოჯახებში, თითქოს დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი და როგორი იყო ამ ყველაფრის გვირგვინი სააკაშვილის მიერ მათი შეწყალება“,-განაცხადა სოზარ სუბარმა. ავტორი: , განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|