06:31 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 16:00:43, 2473 ნახვა

პოლიტიკა
ბავშვების ინტერნეტ-საფრთხეებისგან დასაცავად, კანონპროექტი მომზადდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარის პირველი მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, ბავშვების ინტერნეტ-საფრთხეებისგან დასაცავად, კანონპროექტი მომზადდა.

ხუნდაძის თქმით,  კანონპროექტი საბოლოო ექსპერტიზას გადის, რომლის შემდეგაც მისი ინიცირება პარლამენტში მოხდება.  მისივე განმარტებით, ცვლილებები შედის კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" და კანონში „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“:

„ფართო კონსულტაციების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობითშემუშავებული კანონპროექტი ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც პროვაიდერები უნდა აიძულოს, ინტერნეტსივრცეხიფათის შემცველი ინფორმაციისგან გაათავისუფლოს, რათა არასრულწლოვნები ამ ტიპის ინფორმაციისგან დავიცვათ", -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ  „გაეროს ბავშვთა ფონდის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელშიც  მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო ორგანოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე  ექსპერტებმა.

ხუნდაძე ამბობს, რომ კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა იმ რეალურმა ვითარებამ განაპირობა, რაც ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება.

„ის, რაც დაუშვებელია ინტერნეტს მიღმა, დაუშვებელი უნდა იყოს ინტერნეტშიც.  ინიციატივის მიზანია, არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტ სივრცეში ისეთი სახის ინფორმაციისაგან, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას და განვითარებას. რაც შეეხება რისკის ტიპებს, ესენია: კონტენტისა და კონტაქტის რისკები (პორნოგრაფია და ა.შ.); სამომხმარებლო რისკები (ონლაინ მარკეტინგი, ყალბი ტრანზაქციები და ა.შ.) და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები (სოციალური ქსელების გამოყენება პოტენციური გრძელვადიანი შედეგების გააზრების გარეშე). კანონპროექტის მიზანი ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნაა. გვსურს, ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების თითოეულისპექტრისა და შესაძლებლობის გამოყენებას“,-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics