07:52 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 18:53:51, 1718 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: ტრანზიტული გზის გასწვრივ რაც კი რკინიგზებია, „საქართველოს რკინიგზას“ ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი აქვს

საქართველოს ფინანსთა მინისტრ, რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორ მამუკა ბახტაძისთვის გაუგებარია  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის  რომან გოცირიძის განცხადება, რომლის თანახმადაც, საქართველოს რკინიგზა  წაგებაზე  მუშაობს.

ბახტაძის თქმით, ნებისმიერი კომპანიის კაპიტალიზაცია და წარმატებულობა მისი საოპერაციო მოგებით განისაზღვრება.

ბახტაძე ამბობს, რომ საფონდო ბირჟაზე, სადაც საქართველოს რკინიგზის ბონდები კვოტირებს, „რკინიგზას“ საუკეთესო მაჩვენებლი აქვს.

ამასთან, მამუკა ბახტაძის განმარტებით, საოპერაციო მოგების თვალსაზრისით, 2014-2015 წლები  „საქართველოს რკინიგზისთვის“ საუკეთესო იყო და ეს მხოლოდ მისი სიტყვები არ არის:

„ბატონო რომან, სიმართლე გითხართ, ცოტა გამიკვირდა ეს შეკითხვა თქვენგან, ქალბატონი ირმასგან განსხვავებით, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია. თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს რკინიგზა მუშაობს წაგებაზე და ბოლო წელს იყო პლუსი, რადგან იქ  მატერიალური გადაცემა მოხდა სახელმწიფოსი.

ნებისმიერი კომპანიის კაპიტალიზაცია და წარმატებულობა განისაზღვრება მისი საოპერაციო მოგებით,  ეგრეთწოდებული მარჟებით, რაც ამ კომპანიას აქვს. მაგრამ მე არ მინდა შევიდე ამ დისკუსიაში, ვინაიდან, ბუნებრივია,  ვიქნები სუბიექტური, რადგან  4 წელი ამ ორგანიზაციას ვხელმძღვანელობდი, მაგრამ თქვენც, როგორც ეკონომისტი, შემოხვედით ამ იდეით და ორი სხვადასხვა ციფრი შეადარეთ ერთმანეთს, რაც პრინციპულად არასწორია. აქვე გაისმა საკითხი, რომ ბოლო წლებში რკინიგზამ დაკარგა თავისი ტრანზიტული პოტენციალი, სხვებმა გაასწრეს და ა.შ. ჩვენ რომ ერთმანეთის მიმართ სუბიექტური არ ვიყოთ, ძალიან მარტივ გამოსავალს გთავაზობთ. აუცილებელი ის კი არ არის, რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი რას ამბობს კომპანიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა, ან ადამიანი, რომელიც ამ ყველფრის უფრო პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს, აუცილებელია ინვესტორი რას ფიქრობს, ამ შემთხვევაში საფონდო ბირჟა, სადაც საქართველოს რკინიგზის ბონდები კვოტირებს. თქვენ ხედავთ მონაცემებს, სადაც ჩანს რთული პროცენტით საქართველოს რკინიგზის პერფორმანსი სხვა რკინიგზებთან შედარებით და თქვენ ხედავთ, ჩვენ ვართ საუკეთესოები ამ შემთხვევაში. რომელ ტრანზიტული პოტენციალის დაკარგვაზე საუბრობთ, როდესაც ამ ტრანზიტული გზის გასწვრივ რაც კი რკინიგზებია და რაც ქვეყნებია, ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს.ეს ძალიან გაუგებარია ჩემთვის.

კომპანიის მოგებას რაც შეეხება, ეს არის საქართველოს რკინიგზის მარჟები, როცა ვსაუბრობთ, რომ 2014-2015 წლები იყო საქართველოს რკინიგზისთვის საუკეთესო, ეს არ არის ჩემი სიტყვები, დიდი ოთხეულის აუდიტორული ამონაწერი ამოიღეთ და ჩახედეთ, ამ ციფრებს ნახავთ ზუსტად“,-განაცხადა  მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ასევე, ბახტაძემ „საქართველოს რკინიგზის“, როგორც ტრანზიტული ორგანიზაციის ფუნქციაზე და ამ კუთხით მის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„მე ვიცი, რომ თქვენი შემდეგი კითხვა იქნება, რომ საქართველოს რკინიგზა აწარმოებს თავის ფინანსურ ანგარიშგებას ლარში და კურსს როგორ შეეძლო ამაზე გავლენა მოეხდინა, ბუნებრივია, მოახდინა და წინასწარვე გპასუხობთ ამ შეკითხვაზე.სლაიდზე ხედავთ, ვინ არის პირველ ადგილზე.ეს რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის, როგორც ტრანზიტული ორგანიზაციის ფუნქციას და რაც მან ამ ბოლო წლებში შეძლო.

ალბათ, იმაში არ შემეწინააღმდეგებით, რომ საქართველოს რკინიგზა არის სატრანზიტო პოტენციალის ძალიან  მნიშვნელოვანი ობიექტი, მაგრამ არის თუ არა მილსადენები, რომელიც ასევე საქართველოზე გადის, სატრანზიტო პოტენციალის ნაწილი. ხომ არის? ნახეთ მილსადენების მონაცემები ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. ბუნებრივია, როცა ნავთობი 100 დოლარი ღირდა, პრემიალური გაყიდვის კუთხით მას რკინიგზაზე გადაადგილება ერჩივნა. როცა ჩამოვიდა 50 დოლარზე, მან აირჩია მისთვის უფრო ოპტიმალური ტრანსპორტი. მაგრამ ეს იმას კიარ ნიშნავს, რომ  საქართველომ ეს ტვირთი დაკარგა, უბრალოდ მილსადენებში გადავიდა და მილსადენები ისეთივე სატრანზიტო ნაწილია ჩვენი ქვეყნის, როგორც საქართველოს რკინიგზა“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა რკინიგზის მიერ სახელმწიფოსთვის მიწის გადაცემის საკითხზე. ბახტაძის განმარტებით, „საქართველოს რკინიგზამ“ 2010 წელს აიღო ვალდებულება, რომ მიწები, რომლითაც არ სარგებლობდა, სახელმწიფოს გადაეცემოდა:

„რაც შეეხება მიწის გადაცემას, ეს გახლავთ ძველი ვალდებულება, ბატონო რომან, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს აიღო საქართველოს რკინიგზამ, რომ ის მიწები, რომლითაც ის არ სარგებლობდა საოპერაციო საქმიანობისთვის,  გადაეცემოდა სახელმწიფოს, მათ შორის თბილისშიც. მე ვიცი, რომ თქვენ ამის შესახებ ინფორმირებული ხართ, 2010 წელს გაფორმდა პირველი ხელშეკრულება, 2012 წელს მეორე ხელშეკრულება. ამის უკან რა შინაარსი იდგა? იდგა ის, რომ მიწები, რომელსაც არ იყენებს  „საქართველოს რკინიგზა“ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, გადაეცეს სახელმწიფოს. თუ კიდევ სხვა არგუმენტები იყო ამის სასარგებლოდ, თქვენ, ალბათ, უკეთ გეცოდინებათ. მე მაშინ არ მიმიღია მონაწილეობა. ჩვენ, როგორც „საქართველოს რკინიგზას“, არ მიგვიღია თანხა ამაში, ბატონო რომან, ეს იყო ვალდებულება 2010 წელს ხელმოწერილი, რომ „საქართველოს რკინიგზა“ დააბრუნებდა იმ მიწებს სახელმწიფოს სასარგებლოდ, რომელსაც არ იყენებდა თავისი ექსპლუატაციისთვის. ეკონომიკური საბჭოს მდივანი იყავით, მიკვირს, რომ არ გახსოვთ ეს ტრანზაქცია. საერთო ჯამში რომ ვთქვათ, საოპერაციო მოგება საქართველოს რკინიგზაში საუკეთესო იყო“,-მიმართა მამუკა ბახტაძემ რომან გოცირიძეს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics