05:27 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 17:58:37, 1670 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრი „ბასიანის“ ინციდენტზე: იქ, სადაც პოლიციელის უსაფრთხოებას ეხება საქმე, უკომპრომისო ვიქნებით

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კლუბ "ბასიანთან" სამართალდამცველის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც გახარიამ "იმედის" ეთერში განაცხადა, იქ სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას და ღირსებას, უწყება უკომპრომისო იქნება.

"ეს არ არის უწყებრივი სოლიდარობის საკითხი, ეს არის საკითხი უფრო ბევრად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ საზოგადოებაში, რომელშიც პოლიციელი არის დაუცველი, საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ. სწორედ ამიტომ, იქ სადაც პოლიციელის უსაფრთხოებას ეხება საქმე, ვიქნებით უკომპრომისოები, ისევე როგორც უკომპრომისოები ვიქნებით მაშინაც, როდესაც პოლიციელის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას ექნება ადგილი. სხვანაირად ჩვენ ვერ ვხედავთ პერსპექტივას შინაგან საქმეთა სამინისტროს როგორც უწყების რეფორმირების და ამ რეფორმერების პროცესში ასევე ვიქნებით მაქსიმალურად ორიენტირებულები შედეგზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე - როგორ აფასებს ის სასამართლოს გადაწყვეტილებას, პოლიციელზე თავდამსხმელის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საკითხს, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია.

"ეს არის სასამართლოს კომპეტენცია. ჩვენს ქვეყანაში სასამართლო არის თავისუფალი და დამოუკიდებელი მის გადაწყვეტილებებში. ისევე როგორც მეორე მხარეს ჰქონდა უფლებამოსილება და მათ გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება. ასე, რომ დაველოდოთ პროცესებს", - აღნიშნა მან.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics