21:44 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 12:26:47, 2144 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს

„ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს.

პარტიის წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ჯანელიძემ საქმიან ვითარებაში პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, რომელიც ეხება საქართველოს დეოკუპაციისა და  დევნილთა დაბრუნების საკითხის საერთაშორისო ასპარეზზე აქტუალიზაციის თემას, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას:

,,რამდენიმე დღის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯანელიძემ განაცხადა, რომ მზად არის მოვიდეს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე და გასცეს პასუხი კითხვებს. დღეს ჩვენ გვინდა საპარლამენტო უმცირესობის სახელით მას საჯაროდ მივმართოთ და შევთავაზოთ უახლოესი სამი კვირის განმავლობაში მისთვის სასურველ დროს მოსვლა, რათა მან პასუხი გასცეს საქმიან ვითარებაში კითხვებს, რომელიც ეხება საქართველოს დეოკუპაციისა და დევნილთა დაბრუნების საკითხის საერთაშორისო ასპარეზზე აქტუალიზაციის თემას, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. ასევე ვიზალიბერალიზაციისთვის შესაძლო საფრთხეებს და იმას, თუ რას აკეთებს მთავრობა ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად და სხვა აქტუალურ თემებს, რომელზეც დღეს არსებობს კითხვები", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics