04:22 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 19:22:32, 2039 ნახვა

საზოგადოება
„მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა მე ვარ“ - ხვალ, თბილისში შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართება

23 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის ცენტრალურ გამზირზე მუშათა მსვლელობა გაიმართება, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს. 

როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხვადასხვა რეგიონსა და საწარმოებში დასაქმებულები თბილისში საგანგებოდ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ჩამოვლენ და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ.

"აქციას ლოზუნგი აქვს "მუშა რომელიც ჯერ არ მომკვდარა მე ვარ"! დავიცვათ ერთად დასაქმებულთა სიცოცხლე, შემოუერთდით - საპროტესტო მსვლელობას ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ, ერთად დავიცვათ სიცოცხლის უფლება!

აქციის ორგანიზატორი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაა. პროფკავშირების მონაცემებით შრომის ინსპექციის გაუქმებიდან დღემდე საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად დღეის მონაცემებით 488 ადამიანი დაიღუპა და 800 ზე მეტი დაშავდა. პროფკავშირები პარლამენტისა და მთავრობისგან ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას და მაღალი სტანდარტის რეგულაციების დაწესებას მოითხოვენ", - ნათქვამია ინფორმაციაში. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics