09:19 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 13:48:04, 999 ნახვა

სამხედრო
ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს

თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი კადრირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პოლკოვნიკ იოსებ ნიკოლეიშვილს წარმატება უსურვა და სიტყვით მიმართვისას ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან იზორიას თქმით, 2018 წლის მეორე ნახევრიდან აქტიური რეზერვის პირველი ნაკადის მიღებაა დაგეგმილი, რომელიც რეზერვის ახალი კონცეფციის ფარგლებში განხორციელდება.

 მე-20 კადრირებული ბრიგადის პირად შემადგენლობას სიტყვით შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიმართა და ბრიგადის ყოფილ ხელმძღვანელს პოლკოვნიკ დავით ბადურაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონიალს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics