06:29 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 12:24:11, 1831 ნახვა

მსოფლიო
ანტისამთავრობო აქცია სომხეთში - დემონსტრანტებმა მთავრობის სასახლის ბლოკირება სცადეს

სომხეთში ანტისამთავრობო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები დილიდან მთავრობის სასახლესთან შეიკრიბნენ და მისი ბლოკირება სცადეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სომხეთის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავრობის სახლთან შეკრებილი დემონსტრანტების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყო, აქციის მონაწილეებმა მთავრობის სასახლის ტერიტორია დატოვეს და მსვლელობით ხანჯიანის ქუჩისკენ მიემართებიან.

ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ისინი ტაქტიკას ცვლიან.

„არ გადავკეტავთ გზას, გზის გასწვრივ ორივე მხარეს დავდგებით და მძღოლებს მივმართავთ სიტყვებით – თუ სერჟის წინააღმდეგ ხარ, დაასიგნალე. ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ბოლო მონაცემებით, პოლიციამ 88 დემონსტრანტი დააკავა, თუმცა მოგვიანებით, 30 მათგანი გაათავისუფლა.

ცნობისთვის, ვითარება ერევანში ორშაბათს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics