03:56 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 09:40:01, 466 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო: 26 მაისს ნებისმიერ მსურველს C ჰეპატიტზე ტესტირება უფასოდ ჩაუტარდება

„ 26 მაისს  ნებისმიერ მსურველს  C ჰეპატიტზე ტესტირება უფასოდ ჩაუტარდება“.-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  მთავრობის სხდომის დაწყების წინ 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით  ჟურნალისტებს  განუცხადა.

მისივე თქმით, გარდა C ჰეპატიტზე   ტესტირებისა  და  ასევე უფასო იქნება  ექიმის კონსულტაცია.

„ღონისძიებები თავისი შინაარსით   დაახლოებით იგივე იქნება,  რაც შარშან. ყველა სამინისტრო იქნება  წარმოდგენილი თავისი კუთხით, რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს  აქ იქნება რამდენიმე აქტივობა, ერთი  თუკი შარშან იყო კანის სიმსივნის  სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა იყო, წელს ეს იქნება C   ჰეპატიტზე ტესტირება, ნებისმიერ  ადამიანს გავუკეთებთ ამ ტესტებს.   ასევე იქნება კონსულტაციები  და ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების  პრეზენტაცია“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.  

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics