10:58 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 17:18:46, 463 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორმა ქ. ბათუმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი ოფიციალურად გახსნეს.

ღონისძიების მსვლელობისას თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ნუმან ქურთულუში და „თიკა“-ს პრეზიდენტი სერდარ ჩემი, ქალაქ ორდუდან პირდაპირი ჩართვაში დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ.

2013 წელს აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მიმართვის საფუძველზე „თიკას“ თბილისის საკოორდინაციო ოფისმა დაიწყო ქ. ბათუმის შშმ პირთა ცენტრის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები და სრული აღჭურვა. ცენტრის შენობა (ყოფილი მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი) აჭარის მთავრობამ საზოგადოება „თანა“-ს 10-წლიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა.

„თანა“ ცენტრში ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს შშმ პირებისათვის, რაც გულისხმობს მათ ინკლუზიურ განათლებას, დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ამჟამად ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის 150-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.

„განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე ზრუნვა, მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია და ადაპტირებული გარემოს შექმნა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ამ კუთხით მუშაობა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ, იდეის განხორციელებაში ჩვენი მეგობრები დაგვეხმარნენ. მოგეხენებათ, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი „თანა“ სახელმწიფო პროგრამებს ნაქირავებ ფართში ახორციელებდა, სადაც შშმ პირებისათვის არ იყო შექმნილი სათანადო გარემო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ცენტრს 10-წლიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა ყოფილი ბავშვთა სახლის ეს შენობა. 2013 წელს კი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ დაიწყო შენობის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები, ერთი წლის თავზე დასრულდა ცენტრის სრული აღჭურვა. მიხარია, რომ ჩვენ ერთად შევძელით და შევქმენით კეთილმოწყობილი გარემო, სადაც აჭარაში მცხოვრები 150-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მთელ დღეს ატარებს“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics