01:19 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 18:26:49, 327 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიძე: თუ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ტესტს ვერ ჩავაბარებთ, რამდენიმე წლით უკან დავიხევთ

"ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური განვითარებისა და  ჩვენი პოლიტიკის რეაგირების თვალსაზრისით, ძალიან სერიოზულ ტესტს ვაბარებთ და თუ ვერ ჩავაბარებთ, რამდენიმე წლით უკან დავიხევთ",-ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების  გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ლარის გაუფასურების კუთხით, მიმდინარე პროცესებში ეროვნული ბანკის დადანაშაულება არასწორია. 
"ჩვენ ახლა ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებებით მივიღოთ იმდაგვარი შედეგი, რომელიც შეუმსუბუქებს მაქსიმალურად ტვირთს იმ ადამიანებს, ვისაც სესხის მომსახურების ტვირთი გაუძვირდა.როცა საუბარია ეროვნული ბანკის დადანაშაულებაში ამ პროცესებში, ან იმაში, რომ ჩვენ რაიმე ფორმით ხელი შევწუყვეთ ამ პროცესს,  ან რაიმე ფორმით განტევების ვაცის ძიებაში ვართ, ესაა საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის, ინვესტორებისთვის და მე ვერ წარმომიდგენია  ვინმემ ამ პროცესებით იხეიროს. ჩვენ დღეს ძალიან სერიოზულ  ტესტს ვაბარებთ როგორც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ასევე ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით და ჩვენი პოლიტიკის რეაგირების თვალსაზრისით. თუ ჩვენ ამ ტესტს ვერ ჩავაბარებთ,  ჩვენ დავიხევთ უკან რამდენიმე წლით, შემდეგ მოგვიწევს ამ ყველაფერის გააზრება და იგივე პროცესის გამეორება. ვფიქრობ, ჩვენ ფუფუნება დღეს  არასწორი გადაწყვეტილებების, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ზიანი მოიტანოს, არ გაგავჩნია",-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics