11:10 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 18:28:35, 369 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ქადაგიძე: ჩვენ ყველას დაგვავიწყდა, რას ნიშნავს გაქცეული ბანკი და დაკარგული ანაბარი

„ჩვენ ყველას დაგვავიწყდა, რას ნიშნავს გაქცეული ბანკი და დაკარგული ანაბარი“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

მისი თქმით, როგორც საბანკო აქტივები, ასევე სავალუტო რეზერვები 2006 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 
„ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა ჩვენი ქვეყნის. ქვეყნის, სადაც 90-იან წლებში 200-მდე ბანკი გაკოტრდა და 10 ათასობით ჩვენმა მოქალაქემ დაკარგა ანაბარი. დღეს ეს საკითხი ჩაბარდა წარსულს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი უკვე გავიარეთ. 2006 წელს ჯამური საბანკო აქტივები იყო 2,5 მილიარდი, 2009 წელს იყო 9 მილიარდი ლარი, დღეს არის 22 მილიარდი ლარი. ესაა ჩვენი ეკონომიკის დაკრედიტება, ჩვენი ბიზნესის დაკრედიტება, მეანაბრეები და სხვადასხვა კრედიტორები და აქციონერები. სავალუტო რეზერვი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის მთავარი გარანტი, 2006 წელს 900 მილიონი დოლარი იყო, დღეს ეს თანხა არის 2,5 მილიარდი“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. 
ამასთან, მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს ვალი აღარ აქვს.
"ეროვნულ ბანკს პირველად 1994 წლის შემდეგ ვალი აღარ აქვს. იმ გუნდს, რომელსაც ჩვენ გადავაბარებთ ეროვნული ბანკის ინსტიტუტს, ჩვენ ვაბარებთ გამართულ, აწყობილ ინსტიტუტს, ვალების გარეშე. რა თქმა უნდა, მე ამ აუდიტორიას არ ვაკადრებ იმ არასერიოზული ბრალდების ახსნას, თითქოს ჩვენ წინსწრებით დავფარეთ 400 მილიონი და ამან ხელი შეუწყო ლარის კურსს და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება", - განაცხადა ქადაგიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics